ანტუან ლორან ლავუაზიე – “ეპიზოდი”
უდიდესს ფრანგ ქიმიკოსს და დამაარსებელს თანამედროვე ქიმიისა -ანტონ ლორან ლავუაზიეს (1743-1794 წლები),მეცნიერების გარდა ბიზნესიც აინტერესებდა და “ბიზნესითაც” გახლდათ დაკავებული.იგი იყო გადასახადების ამკრეფი ორგანიზაციის წევრი და ამ საქმიანობით საკმაოდ დიდი კაპიტალის მფლობელიც გახლდათ.შემოსავლების და კაპიტალის უდიდესი ნაწილი ლავუაზიემ საკუთარი ქიმიური ლაბორატორიის შექმნა-მოწყობას მოახმარა. (ავტორი გენია.ჯი) სამწუხაროდ ფრანგ რევოლუციონერებს არ აინტერესებდათ ლავუაზიეს უდიდესი გამოკვლევები და მასში არა,როგორც მეცნიერს არამედ როგორც “მშრომელთა სისხლისმსმელ” გადასახადების ამკრეფად მიიჩნევდნენ და მეცნიერი 1793 წელს ციხეშიც გამოამწყვდიეს.მიუხედავად იმისა,რომ დაიწერა პეტიციები მისი განთავისუფლების თხოვნაზე,იგი გათვალისწინებული არ იქნა და ანტონ ლავუაზიეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს “გილიოტინაზე”,თავის მოკვეთით,რაც 1794 წლის 8 მაისს პარიზში აღასრულეს კიდეც.მანამდე კი პეტიციის საპასუხოდ,რევოლუციური ტრიბუნალის თავჯდომარემ – ჟან-ბატისტ კოფინალ-დიუბაიმ (1746-1794 წლები) განაცხადა: “საფრანგეთის რესპუბლიკას მეცნიერები არ სჭირდება”! (ავტორი გენია.ჯი) რის შემდეგაც ანტონ ლორან ლავუაზიეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი.როდესაც განაჩენი სისრულეში მოიყვანეს,დიდმა ფრანგმა მათემატიკოსმა და ანტონ ლავუაზიეს ერთ-ერთმა მეგობარმა – ლუი ლეგრანჟმა განაცხადა:
“ჯალათს ერთი წამი დასჭირდა იმ თავის მოსაკვეთად,რომლის მსგავსის შესაქმნელად საფრანგეთს შეიძლება 100 წელი დასჭირდეს!”.
დღესდღეობით გენიალური ფრანგი ქიმიკოსის – ანტონ ლორან ლავუაზიეს სახელი ამოკვეთილია პარიზის ერთ-ერთი სიმბოლოს – “ეიფელის კოშკის” პირველ სართულზე გამოსახულ დიდ ფრანგ მეცნიერთა ნუსხაში. (ავტორი გენია.ჯი)