გენიოსები – “ეპიზოდი”
დიდი იტალიელი ექიმი და ფსიქიატრი – ჩეზარე (ჩარლზ) ლომბროზო (1835-1909 წლები) წერდა: “გამოჩენილი პიროვნების ტვინი აბსოლუტურად უნიკალურია.გენიოსები წარამარა სხვა რეალობაში გადადიან,იქიდან ისრუტავენ სრულყოფილებას,რომელსაც შემდეგ ჩვენ გვჩუქნიან.გენიოსებთან ურთიერთობა მარტივია,თუმცა როდესაც მათ შემოქმედებითი წვა ეწყებათ უმჯობესია – არავინ მიეკაროს.ასეთ დროს,მათ საკუთარი ოჯახის წევრების მიმართაც კი ეწყებათ გაუცხოება.პროცესის დროს კონფლიქტურნი და უღმერთონიც კი ხდებიან.უნდა ვიცოდეთ ისიც,რომ ისინი შემოქმედებითი აღმაფრენისათვის საკუთარ თავსაც კი გასწირავენ”. (ავტორი გენია.ჯი)
გენიალური ფრანგული წარმომავლობის მქონე გერმანელი ფილოსოფოსი,თეოლოგი,ჰუმანისტი და ნობელიანტი – ალბერტ შვაიცერი (1875-1965 წლები),რომელიც ავტორი გახლდათ ფუნდამენტური ნაშრომისა იოჰან სებასტიან ბახზე,სრულიად იზიარებდა ჩეზარე ლომბროზოს შეხედულებას და წერდა: “ყოველი ეპოქის კლასიკური მუსიკის შემქმნელის მთავარი ამოცანაა – ფურცელზე გადაიტანოს ის ღვთიური ჰანგები,რაც მას ჩაესმის.მუსიკოსების,სამყაროს შვილების აღქმა,გაგება ჩვეულებრივი მოკვდავთათვის შეუძლებელიც კია.განა გასაკვირია,რომ ნერვიულები არიან,სულიერ იზოლაციას განიცდიან,ხანდახან სიგიჟემდეც მიდიან და მხოლოდ შემოქმედებითი წვა თუ დაიცავს. (ავტორი გენია.ჯი) თუ წარმოუდგენელს წარმოვიდგენთ – ყველა გამოჩენილი კომპოზიტორის კრებით პორტრეტს თუ შევქმნით,შეიძლება ითქვას,რომ მორიგი პაგანინის მორიგ ხემს თან სდევს ფსიქიკური გადახრები.სულის ტიტანური შრომა კი ჯანმრთელობას ანგრევს”.
როგორც ცნობილია ცეცხლის ანარეკლები,ხმამაღალი გამყინავი ხმები,დიდი ხნის გარდაცვლილი ნაცნობ-ნათესავების აჩრდილები სიცოცხლეს უმწარებდნენ გენიალურ გერმანელ კომპოზიტორს,მუსიკათმცოდნესა და პიანისტს – რობერტ შუმანს (1810-1856 წლები).მას აშკარა შიზოფრენია ჰქონდა და როდესაც გონება გაუნათდებოდა თავადაც ხვდებოდა,რომ განუკურნებელი სენით იყო დაავადებული.როგორც ბაროკოს ეპოქის გენიალური გერმანელი კომპოზიტორის იოჰან სებასტიან ბახის (1685-1750 წლები),ვაჟი – ფილიპ ემანუელი იგონებდა:
“ახალი ნაწარმოების შექმნისას მამამისი (იოჰანი) საგულდაგულოდ ფქვავდა ყავის ორმოცდაათ მარცვალს,დალევდა,ზედიზედ ორჯერ ყალიონს გააბოლებდა; მერე რა ხდებოდა,ამის გადმოცემა შეუძლებელია.ეს უნდა მოგესმინათ,მაგრამ ნახვას არავის ვურჩევდი.ფურცელზე დაწერილს იშვიათად გააჟღერებდა პიანინოზე.ჩვენ გასუსული და აღტაცებული ვუსმენდით მეორე ოთახიდან გამომავალ მუსიკალურ ბგერებს.უმეტესს შემთხვევაში შექმნილით უკმაყოფილო რჩებოდა,ამიტომ ან ბობოქრობდა,ან მელანქოლიაში ვარდებოდა.მისი ტანსაცმელი ისეთ ნაპერწკლებს ყრიდა,რომ დღის სინათლეზეც კი თვალნათლივ ჩანდა.ასეთი შეტევაგავლილს,არაერთხელ უთქვამ ჩემთვის – სულ არ მახსოვს რა მოხდა წინა დღითო.დღეს ღამეში ურევდა,სანთელსაც ამიტომ ანთებდა დღისისთ.ამბობდა ხოლმე,რომ ფურცელზე კალმით ნოტები მე კი არ გამომყავს,არამედ ჩემს ზურგს უკან მდგომ ადამიანსო.მამა ტვინში სისხლჩაქცევის შედეგად გარდაიცვალა.ბოლო დღეებში ისეთი უცნაურობა დასჩემდა,რაც ჩვენს ჯანმრთელ საგვარეულოს არასოდეს არ ახასიათებდა”.
როგორც ვარაუდობენ იოჰან სებასტიან ბახს “ალცჰაიმერის” ავადმყოფობა სჭირდა,რაც სიბერეში ნიჭიერ ხალხს ახასიათებს ხოლმე.გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (1756-1791 წლები),რომელიც მეტისმეტად ექსცენტრიული პიროვნება გახლდათ და სახალხოდ ბევრს სულელობდა,სინამდვილეში საკმაოდ პირქუში გახლდათ და ამასთანავე ხშირად სუიციდური აზრებიც აწუხებდა. (ავტორი გენია.ჯი) მისი მეუღლე კონსტანტა ვებერი ხსენებდა: “ვოლფგანგი მეუბნებოდა, – სულიერი კრიზისის დროს ყველა კუთხეში შავმოსასხამიანი დაქირავებული მკვლელები მელანდებიანო.როდესაც შინ მარტო იყო და უკრავდა,ვიღაცის მძიმე ნაბიჯები ესმოდა და მყრალი სუნი სცემდა”.მას როგორც მედიკოსები და ფსიქოლოგები ირწმუნებიან ძლიერი ქრონიკული დეპრესიული ფსიქოზი სჭირდა.ანალოგიური მსგავსი სენით კი არაერთი გენიალური მუსიკოსი და კომპოზიტორი იტანჯებოდა და იტანჯება დღესაც,რომელიც შემოქმედებითი აღმაფრენის თანმდვეი პროცესია უმეტესს შემთხვევებში.ეს პროცესი ასევე თანმდევია უამრავი არა მარტო გენიალური მუსიკოსებისა,არამედ სხვა გენიალური მეცნიერებების წამომადგენლებისაც. (ავტორი გენია.ჯი)