კონფუცი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი,რომლის სწავლებებმაც უდიდესი გავლენა იქონიეს ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე - კონფუცი (ნამდვილი სახელი კუნგ ფუძი,ძვ.წ.აღ-ით 551-479 წლები),ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად თავის მოსწავლეებთან ერთად მიდიოდა “ტაის” მთების სიახლოვეს,როდესაც შეამჩნიეს ქალბატონი,რომელიც საფლავზე მოთქმით ტიროდა.კონფუციმ ამ მანდილოსანთან თავისი მოსწავლე გაგზავნა,რათა გაეგო მიზეზი მისი მწუხარებისა.როდესაც კონფუცის მოსწავლე მგლოვიარე ქალბატონთან მივიდა გამოჰკითხა თუ ვისზედ გლოვობდა იგი,რაზეც ქალმა მიუგო: “ჩემი მეუღლის მამა ამ ადგილას ვეფხვის მიერ იქნა დაგლეჯილი,რა დროსაც გარდაიცვალა.ჩემი მეუღლეც ამ ადგილას დაიღუპა იმავე მიზეზით,რა მიზეზითაც მისი მამა.ხოლო ეხლა კი სწორედ ამ ადგილას ჩემი ვაჟიც,ვეფხვის მიერ იქნა დაფლეთილი”. (ავტორი გენია.ჯი) რაზეც გაოგნებულმა მოსწავლემ მიმართა: “თუ კი ყველაფერი ზუსტად ასეა,როგორც მოყევი,თავად რატომ არ ტოვებ ამ ადგილს? აქ შენც ხომ სიკვდილის საფრთხე გემუქრება”? რაზეც ქალმა უპასუხა: “არსად მაქვს წასასვლელი,რადგან სხვაგან კიდევ უფრო უარესი დღე მომელის”.

კონფუცისთან დაბრუნებულმა მოსწავლემ აუხსნა ყოველივე მას.რაზეც კონფუციმ თავის მოსწავლეებს მიმართა: “დაიმახსოვრეთ ეს ამბავი ჩემო შვილებო,რადგან ცუდ მმართველებს უფრო დიდი უბედურება მოაქვთ ადამიანებისთვის,ვიდრე გარეულ,მტაცებელ ცხოველებს და შესაბამისად მათი უფრო ეშინიათ ადამიანებს ვიდრე ვეფხვისა,ან ნებისმიერი სხვა მტაცებელი ცხოველისა”. (ავტორი გენია.ჯი)