ევკლიდე ალექსანდრიელი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი მათემატიკოსი და პირველი ავტორი ჩვენამდე მოღწეული თეორიული ტრაქტატებისა მათემატიკაში - ევკლიდე ალექსანდრიელი (ძვ.წ.აღ-ით 325-265 წლები),რომელსაც მოიხსენიებენ,როგორც “გეომეტრიის მამა”,ეგვიპტის მმართველის პტოლემეოს I სოტერის (ძვ.წ.აღ-ით 305-283 წლები) მიწვევით,მისი სამეფო კარის მეცნიერი და ამასთანავე ალექსანდრიის სკოლის პირველი მათემატიკოსიც გახდა.აღსანიშნავია,რომ ევკლიდეს იმ ეპოქაში მეტსახელად “გეომეტრს” უწოდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ეგვიპტის მეფეს – პტოლემეოსს დიდი სურვილი გაუჩნდა შეესწავლა გეომეტრია და ევკლიდეს ჰკითხა,თუ არსებობდა სწრაფი გზა,გეომეტრიის შესწავლისა,რომელიც თავად ევკლიდეს მიერ იყო დაწერილი,უმნიშვნელოვანესს ნაშრომში “საწყისები” (რომელიც 13 წიგნად იქნა დაწერილი),რაზეც გაოცებულმა ევკლიდემ პტოლემეოს მიუგო: “გეომეტრიაში სამეფო გზები არ არსებობს”.დიდი მათემატიკოსი ევკლიდე ხშირად სვამდა კითხვას,რომელსაც თავად სცემდა პასუხს: “ნუთუ შესაძლებელია მეცნიერების შესწავლა მოსაწყენი იყოს? რაღა თქმა უნდა – არა”. (ავტორი გენია.ჯი)