დიპენდრა ბირ ბიკრამ შაჰი – “ნეპალის სამეფო ოჯახის ტრაგედია”
დიპენდრა ბირ ბიკრამ შაჰი (1971-2001 წლები) – წარმოადგენდა ნეპალის მეფის ბირენდრა ბირ ბიკრამ შაჰის ვაჟს,რომელმაც უმაღლესი განათლება ინგლისში მდებარე იტონის ელიტურ კოლეჯში მიიღო.პრინცს,რომელიც ინტელექტუალური რესურსით გამოირჩეოდა,დიდი მომავალი ელოდა და დიდ იმედებსაც ამყარებდნენ ქვეყანაში მასზე,თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა,როგორც მოელოდნენ,რადგან სწორედ ამ ინტელექტუალურმა კაცმა განახორციელა გაუგონარი ფაქტი: სამშობლოში დაბრუნების შემდგომ,2001 წლის 1 ივნისს,ნეპალის სამეფო ოჯახი ტრადიციულად სავახშმოდ შეიკრიბა.ვახშამს არა მარტო დიპენდრას ოჯახის წევრები,არამედ მათი ნათესავებიც ესწრებოდნენ.სწორედ ამ დროს ყველასათვის მოულოდნელად ნეპალის პრინცმა – დიპენდრამ,იარაღის გამოყენების საშუალებით გასროლა განახორციელა ჯერ მამის,შემდგომ დედის და ამის შემდეგ სუფრის სხვა წევრების მიმართ.ამ საშინელი აქტის ჩადენის შემდეგ,ერთ-ერთი ვერსიის თანახმად მან თვითმკვლელობა სცადა,რა დროსაც მძიმედ იქნა თავში დაჭრილი,ხოლო მეორე ვერსიის თანახმად დიპენდრა სამეფო ოჯახის ერთ-ერთმა მცველმა დაჭრა სასიკვდილოდ.სასიკვდილოდ დაჭრის შემდგომ დიაპენდრამ,კომატოზურ მდგომარეობაში სამი დღის განმავლობაში იცოცხლა და საბოლოოდ გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა (ამ სამი დღის მანძილზე იგი მიიჩნეოდა ნეპალის სამეფოს ფორმალურ მეფედ).(ავტორი გენია.ჯი)
ამ საშინელმა და გამაოგნებელმა მასობრივი მკვლელობის ფაქტმა საკუთარი ოჯახის წევრებისა,იმ პერიოდის მსოფლიო პრესა და ტელევიზიები მოიცვა.თავად ნეპალში კი უდიდესი გლოვის დღეები დადგა.ყველა შოკში იყო და ელოდა გაეგო,თუ რა გახდა მიზეზი ამ გაუგონარი აქტის ჩადენისა.როგორც მოგვიანებით ნაწილობრივ გაირკვა,უმთავრესი მოტივი მშობლებისა და სხვა ოჯახის წევრების მკვლელობისა,გახლდათ დიპენდრას უთანხმოება და განაწყენება საკუთარი მამისა და დედის მიმართ,რაც დაკავშირებული იყო მის დაქორწინებასთან.როგორც წესი,სამეფო ოჯახის წევრები იმთავითვე ერთობლივად ირჩევენ სარძლოდ ისეთ ქალს,რომელიც აუცილებლად მაღალი არისტოკრატული წარმომავლობის უნდა იყოს.ამიტომ იქნა დიპენდრას მშობლების მიერ არჩეული,გვალიორების არისტოკრატული გვარის ქალი – დევიანი რანა,რომლის ოჯახის წარმომადგენლებს წლების მანძილზე ჰქონდათ უზურპირებული ნეპალში ხელისუფლება და ამ გვარის წარმომადგენლებს არერთხელ უქორწინიათ ერთმანეთზე.(ავტორი გენია.ჯი) ნეპალის სამეფოს ოფიციალური ცნობების თანახმად,დიპენდრამ სასტიკი უარი განაცხადა დედისა და ზოგადად ოჯახის არჩევანზე,რასაც მათ შორის დიდი კონფლიქტის წარმოშვება მოჰყვა.შედეგი კონფლიქტისა კი საბოლოოდ 2001 წლის 1 ივნისს დადგა.მაშინ როდესაც სავახშმოდ მყოფი ოჯახი,საკუთარმა სისხლმა და ხორცმა სასიკვდილოდ გაიმეტა.დეპანდრას მიერ გასროლილ ტყვიებს ემსხვერპლა:
1. მეფე ბირენდა (მამა);
2. დედოფალი აიშვარია (დედა);
3. პრინცი ნირაჯანი (ძმა);
4. პრინცესა შრუტი (და);
5. პრინცი დჰირენდა (მამის ძმა – ბიძა,რომელმაც უარი თქვა ძმის სასარგებლოდ ტახტზე);
6. პრინცესა შანტი (მამიდა);
7. პრინცესა შარადა – (მამიდა);
8. პრინცესა ჯაიანტი (მამიდა);
9. კუმარ კჰანდა (ბიძა – მამიდის ქმარი).
გარდა მოკლულებისა,იყვნენ დაჭრილებიც:
1. პრინცესა შოვა (მამიდა);
2. კუმარ გორაჰი (სიძე – დის ქმარი);
3. პრინცესა კომალი (ბიცოლა – მეუღლე ნეპალის მომავალი მეფის – გიანედრასი);
4. კეტაჰი სინგჰი (მამიდა).
გარდა ამისა,ამ საშინელი ფაქტის გაგების შემდეგ,შოკის შედეგად გარდაიცვალა ერთ-ერთი მოკლულის – კუმარ კჰანდას დედაც.
მიუხედავდა ოფიციალური მონაცემებისა,სრული სიმართლე ამ საქმის ირგვლივ დღესაც არ არის ცნობილი.ნეპალში კი დღემდე მრავალი ვერსია განიხილება ამ მკვლელობის ირგვლივ,რომლებიც კარდინალურად განსხვავდება ოფიციალური ვერსიისაგან.ნეპალის შემდგომი მეფე – გიანენდრა,რომელიც ბიძა გახლდათ დიპენდრასი,მკვლელობის აქტის დროს ქალაქ პოხარაში იმყოფებოდა და სწორედ ამან იხსნა სიკვდილისაგან.(ავტორი გენია.ჯი)
P.S. 2007 წელს,გიანენდრას ნეპალში ძალაუფლება შეუზღუდეს,ხოლო 2008 წელს საბოლოოდ ათქმევინეს უარი ტახტზე.შესაბამისად ნეპალში გაუქმებულ იქნა “მონარქია”.
დიპენდრას – “სამეფო ოჯახი”