აბუ ალი იბნ სინა – “ეპიზოდი”
შუასაუკუნეების გენიალურმა ტაჯიკმა ფილოსოფოსმა,აღმოსავლური არისტოტელიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელმა,სწავლულმა,ექიმმა და პოეტმა - აბუ ალი იბნ სინამ,იგივე ავიცენამ (980-1037 წლები),გადაწყვიტა ჩაეტარებინა ცდა თუ რა შედეგის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო – შიში.
ამ მიზნით მან იყიდა ორი ცხვარი.ორივე ცხვარს ერთსა და იმავე დროს კვებავდა,უვლიდა და ყურაღებას არ აკლებდა,თუმცა ექსპერიმენტი მდგომარეობდა იმაში,რომ ამ ორი ცხვარიდან ერთ-ერთი მგლის სიახლოვეს ჰყავდა დაბმული. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ ორივე ცხვარი თანაბრად იკვებებოდა,მგელთან ახლოს დამბული ცხვარი რამდენიმე თვეში გახდა,დაავადმყოფდა და სულ მალე გარდაიცვალა კიდეც.10 წლის იყო ავიხენა,როდესაც მან უკვე ზეპირად იცოდა მუსულმანთა წმინდა წიგნი ‘ყურანი”,რის შემდეგაც გაგზავნილ იქნა მუსულმანურ სამართალმცოდნეობის სკოლაში,სადაც მისი ასაკის არავინ სწავლობდა,ამ სკოლაში ავიცენა ყველაზე პატარა ასაკის მოსწავლე გახლდათ,მიუხედავად ამისა სკოლის მასწავლებლებმა და მსმენელებმა მისი უდიდესი ნიჭი უსიტყვოდ აღიარეს და უკვე 12 წლის ავიცენასთან უამრავი ადამიანი და თავად სწავლულებიც კი კონსულტაციებს სხვადასხვა თემებზე გადიოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) 14 წლის ასაკიდან ავიცენა დამოუკიდებლად იწყებს გეომეტრიის,ასტრონომიისა და არისტოტელეს “მეტაფიზიკის” შესწავლასაც.მან განვლო ერთობ საინტერესო ცხოვრება,შექმნა უამრავი სამეცნიერო ნაშრომი და სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ისპახანში მსახურობდა ემირის ალა-ად-დავლას კარზე.სიკვდილის წინ კი ავიცენამ ბრძანა გაენთავისუფლებინათ აბსოლუტურად ყველა მონა,რომელიც მას ეკუთვნოდა,ამასთანავე გამოეტანათ მთელი მისი პირადი უძრავ-მოძრავი ქონება და მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურად შეჭირვებული,ღარიბი ადამიანებისათვის გადაეცათ,რაც აღასრულეს კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)