ნოდარ ადეიშვილი – “ჩაიარა”

ჩაიარა სიყმაწვილემ -

თეთრი კაბის ფრიალმა,

გამხელილმა,დაფარულმა,

ნაადრევმა,გვიანმა,

მოწონებამ,დაწუნებამ,

სარკეებთან ტრიალმა,

სიხარულმა,

სინანულმა,

ორივ ფერის იამა,

ჩაიარა სიყვარულმა -

თეთრი გოგოს ზიარმა.