იცით თუ არა,რომ

1. თეთრკანიანი ადამიანისა და მეტისის ქორწინების შედეგად დაბადებულ ადამიანს – “კვარტერონი” ჰქვია.

2. ძველეგვიპტური ლეგენდარული ქანდაკების – “სფინქსის” შესახებ,გენიალური გერმანელი ფილოსოფოსი – გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი წერდა: “ის თავად სიმბოლიზმის სიმბოლოაო”.

3. ერაყის აწ გარდაცვლილ დიქტატორს – სადამ ჰუსეინს,ერაყის საზღვრები 1990 წლის შემდე არასოდეს დაუტოვებია.

4. 1965 წლის 25 ივლისს,ნიუ-იორკში,ფოლკ-ფესტივალზე,პირველად,ფართო საოზგადოების წინაშე ელექტროგიტარით წარსდგა,შემდგომში ლეგენდად ქცეული ამერიკელი მუსიკოსი – ბობ დილანი.თუმცა,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,მისი შემოქმედება აუდიტორიამ არ მიიღო,რის გამოც სცენიდან სტვენით გააცილა. (ავტორი გენია.ჯი)

5. “ფერადკანიანი” მოსახლეობის გამოცალკევებას “თეთრკანიანი” საზოგადოებისაგან – “სეგრეგაცია” ეწოდება.

6. ცნობილი ქართველი პოეტის – სიმონ ჩიქოვანის (1903-1966 წლები) უერთგულესმა მეუღლემ და მეგობარმა – მარიკა ჩიქოვანმა,რომელმაც იცოდა,რომ ქმრის გვერდით მთაწმინდაზე დასაფლავება არ მოუწევდა,ანდერძი დატოვა,ჩემი ცხედარი დაწვით და ფერფლი სიმონის საფლავის მიწას შეურიეთო.მისი ანდერძი პირნათლად იქნა აღსრულებული. (ავტორი გენია.ჯი)

7. ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანო – თვალი,6 კუნთის დახმარებით მოძრაობს და სწორედ ეს კუნთები გვეხმარებიან,თვალები ნებისმიერი მიმართულებით მივაბრუნოთ.

8. ნებისმიერი პროექტის განხორციელების ექვს სტადიას ასახელებენ: 1) ენთუზიაზმი. 2) ილუზიათა მსხვრევა. 3) პანიკა. 4) დამნაშავეთა ძებნა. 5) უდანაშაულოთა დასჯა. 6) იმათი ქება და დაჯილდოება,ვისაც პროექტში მონაწილეობა არ მიუღია.

9. XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის მთვარობა იძულებული გახდა,ელეწტროენერგია მოძრავ ქონებად გამოეცხადებინა,რათა საშუალება ჰქონოდა,მისი მოპარვისათვის ქვეყნის მოქალაქეები პასუხისგებაში მიეცა.

10. აჩქარებულ გულისცემას,სამედიცინო ენაზე – პალპიტაცია ეწოდება.