რეი დაგლას ბრედბერის „პასუხი”…
დიდ ამერიკელ მწერალს, სამეცნიერო ფანტასტიკის, საშინელებათა და დეტექტივების ჟანრებში - რეი დაგლას ბრედბერს (1920-2012 წლები), რომელიც ავტორია საყოველთაოდ გახმაურებული რომანების – „451 ფარენჰეიტით” და „მარსის ქრონიკები”, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა:
„ – თქვენს თხზულებათა კრებულში – “მარსის ქრონიკები”, გამოთქმული იყო აზრი იმის შესახებ, რომ მეორე ათსწლეულის დასაწყისში პლანეტა მარსზე იქნებოდა ადამიანთა მიერ შექმნილი დასახლებები. თქვენი აზრით, რატომ არ გამართლდა ეს პროგნოზი?”
თავის მხრივ, უტოპიური რომანის” ავტორმა რეი დაგლას ბრედბერმა კი, შეკითხვაზე ჟურნალისტს შემდეგი პასუხი გასცა:
„ – ასეთ კითხვას ძალიან ბევრი ადამიანი მისვამს. მიუხედავად ამისა, მე ეს სრულიად არ მაღიზიანებს, რადგან ძალიან მომწონს მათზე ჩემი ფანტაზიორული პასუხების გაცემაც. დღევანდელი ჩემი პასუხი კი ასეთი გახლავთ: იმიტომ რომ ადამიანები – სულელები არიან! მათ ძალიან ბევრი სისულელე გამოიგონეს და მათ სულელურ გამოგონებაში განუსაზღვრელი ენერგია და დრო გაფლანგეს. მოიგონეს ძაღლისათვის პიჯაკები; შემოიღეს სარეკლამო მენეჯერის თანამდებობა და რაღაც ნივთი, აიფონის მაგვარი. ამ გამოგონებებიდან სანაცვლოდ კი, დადებითს ვერაფერს იღებენ .აი, ჩვენ, რომ მეცნიერება განგვევითარებინა, მაშინ კაცთა მოდგმის დასახლებები არა მარტო მთვარეზე და მარსზე, არამედ ვენერაზე და კიდევ ვინ იცის სად იქნებოდა დაარსებული… კაცობრიობას მიეცა საშუალება კოსმოსის ათვისებისა, თუმცა მან ამჯობინა ყოველდღიური პრობლემებით დაკავებულიყო – დაელია ლუდი და ეყურებინა სერიალებისათვის”. - შემდეგ მწერალმა გაიცინა და დაამატა, – თუმცა თქვენ ამას დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რადგან ეს მხოლოდ ჩემი “ბებრული მოსაზრებაა”. მე ხომ სულ რამდენიმე წელიწადში – ასი წლის გავხდები?!” – (ავტორი გენია.ჯი)