გუსტავ კაიბოტი – “ფორთოხლის ხეები”
“ფორთოხლის ხეები” – ინგლისურ ენაზე – “Les orangers”,წარმოადგენს დიდი ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრისა და კოლექციონერის (მოიხსენიებენ,როგორც – “ფილატელიის მამა”) – გუსტავ კაიბოტის (1848-1894 წლები) მიერ 1878 წელს,ტილოზე ზეთის საღებავით დახატულ შესანიშნავ იმპრესიონისტული ჟანრის სურათს.ტილოს სიმაღლე 155 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 117 სანტიმეტრი. (ავტორი გენია.ჯი) სურათზე გამოსახულია კაიბოტების საოჯახო მამულის ულამაზესი ბაღი ქალაქ იერში (პარიზთან ახლოს – საფრანგეთი).აღნიშნული მამული,მხატვრის მამის მიერ შეძენილ იქნა 1860 წელს,ხოლო 1878 წლისათვის კი გაიყიდა,გუსტავის დედის გარდაცვალებისთანავე.დღევანდელ პერიოდში კაიბოტების პარკი,ქალაქ იერის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია და იგი ღიაა მისი სილამაზის ნახვის ნებისმიერი მსურველისათვის.სურათზე გამოსახული სკამზე მჯდომი მამაკაცი,მხატვრის ძმა – მარსიალ კაიბოტია,რომელიც იქვე მდგომ ფორთოხლის ჩრდილში ისვენებს.მეორე ფორთოხლის ხესთან წარმოდგენილი ახალგაზრდა გოგონა,ასევე მხატვრის და – ზოეა.მიუხედავად იმისა,რომ სურათზე ასახული ატმის ხეების კომპოზიცია არასრული სახით არის წარმოდგენილი,ტილოს სახელწოდებად მაინც – “ფორთოხლის ხეები” შეურჩიეს. (ავტორი გენია.ჯი) 1999 წელს გუსტავ კაიბოტის ტილო – “ფორთოხლის ხეები”,ჯონ ა. ბეკისა და ოდრი ჯონს ბეკის კოლექციის 47 სხვა დიდებულ სურათთან ერთად,საჩუქრად გადაეცა ამერიკაში მდებარე ჰიუსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმს,სადაც დღემდეა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)