კრისტიან ალბერტ თეოდორ ბილროთი
კრისტიან ალბერტ თეოდორ ბილროთი - დაიბადა 1829 წლის 26 აპრილს,პრუსიის ქალაქ ბერგენ-რიუგენეზეში (თანამედროვე გერმანია).იგი წარმოადგენდა ავსტრიული წარმომავლობის მქონე,ერთ-ერთ უდიდეს გერმანელ ქირურგს,რომელიც დღემდე მიიჩნევა აბდომინალური ქირურგიის ფუძემდებლად მედიცინაში.გარდა სამედიცინო ნიჭისა,მას ასევე დიდი ტალანტი აღმოაჩნდა მუსიკის და უახლოესი მეგობარი გახლდათ ისეთი დიდი გერმანელი კომპოზიტორისა,როგორიც იყო – იოჰანეს ბრამსი. (ავტორი გენია.ჯი) გრაიფსვალდის საშუალო სკოლის დასრულების შემდგომ,ამავე საუნივერსიტეტო ქალაქის უნივერსიტეტში ჩააბარა.მოგვიანებით სწავლა განაგრძო გიოტინგენის უნივერსიტეტში,ხოლო სამედიცინო დოქტორის ხარისხი მიანიჭა ბერლინის უნივერსიტეტმა.1853-1860 წლებში მუშაობდა შარიტეს კლინიკაში ქირურგად,ცნობილი გერმანელი ქირურგის ბერნჰარდ ფონ ლანგენბეკის ხელმძღვანელობით.1860-1867 წლებში წარმოადგენდა ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორს და ამასთანავე ხელმძღვანელობდა სამედიცინო-ქირურგიულ კლინიკას.ამავე პერიოდში (1863 წელი) აქვეყნებს კლასიკურ სამედიცინო სახელმძღვანელოს – “საერთო ქირურგიული პათოლოგია და თერაპია”.1867 წელს დანიშნულ იქნა ვენის უნივერსიტეტში,ქირურგიის პროფესორად.პარალელურად,ქირურგად მუშაობდა ვენის Allgemeine Krankenhaus-ის ჰოსპიტალში.ბილროთმა უდიდესი წვლილი დაიდო სამედიცინო ქირურგიაში განსაკუთრებული სისუფთავისათვის ყურადღების მიქცევაში: მან პრაქტიკაში,თავისსავე კლინიკაში დანერგა ყოველდღიური დალაგება განყოფილებისა.კერძოდ საოპერაციო მაგიდები იწმინდებოდა ყოველი ოპერაციის ჩატარების შემდგომ.ექიმები ვალდებულები იყვნენ ყოველდღიურადვე სცმოდათ თეთრი,სუფთა ხალათები.აღნიშნულმა პროფილაქტიკურმა მეთოდებმა კი საგრძნობლად შეამცირა ოპერაციისშემდგომი გართულებები პაციენტებში,რადგან ისინი ამ ეტაპზე ბევრად უფრო დაცულები იყვნენ სხვადასხვა სახის ბაქტერიებისაგან.ბილროთის წვლილი,რომ ქირურგიაში დიდია,ამას ეს ფაქტებიც მოწმობს: 1881 წელს პირველმა დანერგა პრაქტიკაში – გასტრექტომია (კუჭის ან მისი ნაწილის ოპერაციული ამოკვეთა); ასევე პირველმა,1871 წელს პრაქტიკაში დანერგა – ეზოფაგექტომია (საყლაპავი მილის ამოკვეთა) და 1873 წელს კი – ლარინგექტომია (ხორხის ან მისი რომელიმე ნაწილის ქირურგიული ამოკვეთის ოპერაცია ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის პროცესში).(ავტორი გენია.ჯი)