ალბერტ აინშტაინის მოსაზრებები…

“სოციალური სამართლიანობისა და სოციალური ვალდებულებების მიმართ ჩემი დაუოკებელი მგრძნობელობა ყოველთვის უჩვეულოდ უპირისპირდებოდა ადამიანებთან უშუალო სიახლოვისა და ადამიანთა გაერთიანებების მიმართ მკაფიოდ გამოკვეთილ ჩემივე გაუცხოებას.მე ყოველთვის სპილოს ძვლის კოშკის ნამდვილი ბინადარი ვიყავი,და არც სახელმწიფოს,არც სამშობლოს,არც მეგობართა წრეს,თვით საკუთარ ოჯახსაც კი,მთელი გულით არასოდეს ვეკუთვნოდი,არამედ ყველა ეს ერთობა ჩემში იწვევდა გაუცხოების გრძნობას და სიმარტოვის მოთხოვნილებას,გრძნობას,რომელიც ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო მეტად მიძლიერდება”… (ავტორი გენია.ჯი)

“ულამაზესი,რისი განცდაც ჩვენ შეგვიძლია,იდუმალებაა.ეს ჩვენი ძირითადი განცდაა,რომელიც ნამდვილი ხელოვნებისა და მეცნიერების თაუწყაროა”…

“დიდი წყალობაა იმაზე,ვისაც წილად ხვდა ისეთი იდეის მიგნება,ბუნების მარადიულ საიდუმლოში ღრმად რომ ჩაახედებს.რა თქმა უნდა,ასეთები ცოტანი არიან.ხოლო,ვინც ამ ყველაფერთან ერთად,თავისი დროის საუკეთესო ადამიანების მხრიდან აღიარებას,სიმპათიას და მხარდაჭერას გამოცდის,მას უკვე იმაზე დიდი ბედნიერება ხვდომია წილად,რომლის ატანაც ადამიანის შეუძლია”… (ავტორი გენია.ჯი)