მიქელანჯელო ბუონაროტი – “წმინდა ანტონის ტანჯვა-წამება”
“წმინდა ანტონის ტანჯვა-წამება” - გახლავთ იტალიური “კვატროჩენტოს ეპოქის” (ხელოვნების ეპოქა XV საუკუნისა,რომელიც მოიცავს პერიოდს ადრინდელი იტალიური აღორძინებისა) გენიალური ნამუშევარი,ასევე გენიალური იტალიელი მოქანდაკის,მხატვრისა და არქიტექტორის -მიქელანჯელო ბუონაროტისა (1475-1564 წლები).ტილო ანვითარებს სიუჟეტს დიდი აღორძინების ხანის გერმანელი მხატვრის – მარტინ შონგაუერის (1435-1491 წლები),ძველგოთიკური ეპოქის გრავიურიდან. (ავტორი გენია.ჯი) მხოლოდ 2008 წელს დადგინდა,რომ აღნიშნული ტილოს ავტორი გახლდათ 12 წლის მიქელანჯელო ბუანაროტი.ამიტომ ეს სურათი მიჩნეულია ყველაზე ადრინდელ ნამუშევრად მხატვრისა სხვა სამ-ოთხ ნამუშევართან ერთად,რომლებმაც დღევანდელ დღემდე მოაღწია,მისი შემოქმედებიდან.2008 წლის ივლისში ტილო წარმოდგენილ იქნა გასაყიდად “სოთბის აუქციონზე” (2 მილიონ დოლარად),თუმცა ავტორად მიჩნეული იყო დიდი ფლორენციელი მხატვარი – დომენიკო გირლანდაიო (1449-1494 წლები),რომლის მოსწავლეც თავად გახლდათ მიქელანჯელო. (ავტორი გენია.ჯი) მხოლოდ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმის “მეტროპოლიტენ-მუზეუმის” თანამშრომლების მიერ,სურათის წმენდის დროს იქნა აღმოჩენილი ტილოზე მიქელანჯელოს ინიციალები.სულ მალე ტილოთი დაინტერესდა “კიმბელას სამხატვრო მუზეუმი” (ამერიკა,შტატი ტეხასი),რომელმაც შეისყიდა იგი 6 მილიონ დოლარად.”მიქელანჯელო ბუანაროტის გენიალური ტილო “წმინდა ანტონის ტანჯვა-წამება” მიჩნეულია,ყველაზე ძვირადღირებულ ტილოდ,რომელიც კი ოდესმე შეუქმნია ბავშვს,რადგან მიქელანჯელო ამ ტილოს შექმნისას მხოლოდ 12 წლის გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)