იოჰან კონრად დიპელი
იოჰან კონრად დიპელი - დაიბადა 1673 წლის 10 აგვისტოს ფრანკენშტაინის სასახლეში და სწორედ ამიტომ მან მის გვარს დაამატა ნაწილი “ფრანკენშტეინელი”.იგი გახლდათ ცნობილი გერმანელი სწავლული და ალქიმიკოსი,რომელსაც ზოგიერთი წყარო მიიჩნევს დიდი ინგლისელი მწერალი ქალის – მერის შელის 1918 წელს დაწერილი,გახმაურებული რომანის “ფრანკენშტეინი,ან თანამედროვე პრომეთე”-ს,ვიქტორ ფრანკენშტეინის გმირის პროტოტიპად.იოჰანის ინტერესს წარმოადგენდა ისეთი მეცნიერებები,როგორებიც გახლდათ – თეოლოგია,ფილოსოფია და ალქიმია,ამიტომ ეს მეცნიერებები მან საკმაოდ საფუძვლიანადაც შეისწავლა.როგორც ხმები დადიოდა,მის მიერ ჩატარებული ქიმიური ცდებისას,შექმნა სითხე ეგრეთწოდებული “უკვდავების ელექსირი”,რომლის შექმნაც ნებისმიერი ალქიმიკოსის ოცნებას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული სითხე შედგებოდა ცხოველების სისხლისაგან,ძვლებისაგან და მათი სხვა ორგანოებისაგან.იოჰანის უამრავ ნაშრომებს შორის აღწერილი იყო ანატომიის შესახებ ისეთი ცდები და ექსპერიმენტები,რომლის მიხედვითაც მას ჰქონდა ჩანაფიქრი ადამიანების სხვადასხვა სხეულის ნაწილებით შეექმნა ხელოვნური არსება.ამასთანავე იგი ატარებდა ცდებს ერთი ადამიანის სული გადაეყვანა მისი ორგანიზმიდან მეორე ადამიანში სხვადასხვა მეთოდებით.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მერი შელიმ თავისი რომანის მთავარ მოქმედ პირად და წყაროდ,აღნიშნული ალქიმიკოსი აქცია.იოჰან კონრად დიპელი გარდაიცვალა 1734 წლის 25 აპრილს. (ავტორი გენია.ჯი)