“დამაკვირდი”

1. ეგოისტი ვარ? ალბათ ეგოისტი ვარ,რადგან ჩემი პირადი ცხოვრება ბევრად უფრო მაინტერესებს,ვიდრე იულიუს კეისრისა – “ჟიულ რენანი”.

2. ხშირად ადამიანმა სმენითაც უნდა ისარგებლოს,რათა მხედველობას დატვირთვა მოუხსნას – “კარლოს კასტანედა”.

3. ყოველი გაელვება ცხოვრებისა,ადამიანისათვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა წარმატებას მიაღწიოს – “გაბრიელ გარსია მარკესი’. (ავტორი გენია.ჯი)

4. თქვენ ხართ ის – ვინც უნდა იყოთ.თქვენ ხართ იქ – სადაც უნდა იყოთ.თქვენ გჭირთ ის – რაც უნდა გჭირდეთ,რადგან თავად გადაწყვიტეთ ეს ასე ყოფილიყო – “ბრაიან ტრეისი”.

5. წიგნი საჭიროა იმისათვის,რათა ადამიანს შეახსენოს,რომ ყოველი მათი ახალი ორიგინალური იდეა,არც თუ ისე ახალი იდეაა – “აბრაამ ლინკოლნი’.

6. ფული მეექვსე გრძნობაა,რომლის გარეშეც დანარჩენი ხუთი გრძნობა ყოვლად უფასურდება – “სომერსეტ მოემი”. (ავტორი გენია.ჯი)

7. ყოველი გამარჯვება,უპირველეს ყოვლისა,საკუთარ თავზე გამარჯვებით იწყება – “ლეონიდ ლეონოვი”.

8. როდესაც სწორად სვამ კითხვას,იგი თავისთავში სწორ პასუხსაც მოითხოვს – “რიჩარდ ბახი”.

9. არასოდეს იკითხო “რა ღირს წიგნი”,უმჯობესია იკითხო რა ფასეულობას წარმოადგენს იგი – “ჯიმ რონი’.

10. თუ კი თქვენ გსურთ გქონდეთ ის რაც არ გაქვთ,მოგიწევთ გააკეთოთ ის რაც არასდროს გაგიკეთებიათ – “კოკო შანელი”.