“HONDA” – (ეპიზოდი)
მსოფლიოში ცნობილი იაპონური საერთაშორისო სამრეწველო კომპანია,რომელიც პირველ რიგში ცნობილია,როგორც მწარმოებელი “ავტომობილებისა” და “მოტოციკლების” - “HONDA”,დაარსებულ იქნა 1946 წელს,”Honda motor Corporation” დიდი იაპონელი დამაარსებლის – სოიტორო ჰონდას (1906-1991 წლები) მიერ.კომპანიის განვითარების ისტორია,მართლაც დიდი და ძალიან საინტერესო ისტორიების მატარებელია,რაც არერთხელ აღუნიშნავს მის დამაარსებელს.ერთ-ერთ ინტერვიუში სოიტორო ჰონდა ასეთ ფაქტს იხსენებდა:
“1951 წელს მე და ჩემმა კომპანიონმა – ფუჯისავამ,მივმართეთ ბანკ “მიცუბიშს”,რათა ჩვენთვის კრედიტი გამოეყოთ კომპანიის განვითარებისათვის.თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა და,როდესაც თანხა კომპანიაში ჩავდევით,მოვაწყვეთ დიდებული ბანკეტი.სანამ მოწვეული სტუმრები (მათ შორის ბანკის თანამშრომლებიც) სვამდნენ და ჭამდნენ,მე და ჩემი კომპანიონი,სპეციალურად დადგმული პატარა სცენიდან,მათ ვართობდით,ვუყვებოდით ანეგდოტებსა და სახალისო ისტორიებს და საღამომაც შესანიშნავ (მხიარულ) ატმოსფეროში ჩაიარა. (ავტორი გენია.ჯი) სულ მალე,რამდენიმე დღეში ისევ დაგვჭირდა თანხის გამოტანა ბანკიდან,ამიტომ ჩემი კომპანიონი – ფუჯისავა,კვლავ მიადგა ბანკს კრედიტის გამოსატანად და ამასთანავე ღრმად ვიყავით დარწმუნებული,რომ კრედიტის აღება არ გაგვიჭირდებოდა,თუმცა ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,როდესაც ბანკმა ოფიციალური რეზოლუციით მოგვმართა.მასში კი სიტყვა-სიტყვით ეწერა: