ტომას ალვა ედისონი – “ეპიზოდი”
დიდ ამერიკელ გამომგონებელს ელექტრიფიკაციის სფეროში და მეწარმეს - ტომას ალვა ედისონს (1847-1931 წლები), ერთ-ერთი ინტერვიუს დროს დაუსვეს შეკითხვა:
- ნამდვილად თქვენ გამოიგონეთ „მოლაპარაკე მანქანა”?
- არა, არა, – სწრაფად უპასუხა ედისონმა და განაგრძო, – პირველი „მოლაპარაკე მანქანა” დედამიწაზე ძალიან დიდი ხნის წინათ გაჩნდა. თუ კი არსებითათ ვიტყვით, იგი შექმნილი იქნა ჯერ კიდევ „ბიბლიურ პერიოდში”…
ამის შემდომ ედისონმა პაუზა გააკეთა, დაიხარა და ჟურნალისტს ჩასჩურჩულა:
პირველი მოლაპარაკე მანქანა „ადამის ნეკნიდან” არის შექმნილი და მის შექმნაში ადამიანს არანაირი წვლილი არ მიუძღვის, გარდა იმისა, რომ იგი მამაკაცის ნეკნისგან არის შექმნილი (მხედველობაში ტომას ალვა ედისონს – ქალი ჰყავდა წარმოდგენილი – „მოლაპარაკე მანქანად”). – (ავტორი გენია.ჯი)