მარიამ-მაკრინე – “იოსებ ალავერდელის საგალობელი” (ნაწყვეტები)
“შენ ხარ ქრისტე ღმერთი ჩემი,შენ ხარ ძალი ჩემი,შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხოვრებისა ჩემისა,რომელმან არა დაუტევენ წიარნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა.ამისთვისცა წინასწარმეტყველისა ამბაკომის თანა ვიტყოდეთ: ძალსა შენსა დიდება,კაცთმოყვარე”!
“ღმერთი,რომელი არა დაუტევებს მეძიებელთა მისთა,არა დაგიტევა შენ და არცა დაივიწყა შრომანი შენნი და განადიდა სამკვიდრებელი შენი,აღავსო კრებულითა სულიერითა პატივად შენდა და განამრავლნა შვილნი შენნი,შენ მიერ ღვწილნი შემწედ,ყოვლისა სოფლისა დიდებულო”!
“რაჟამს ღმერთი გამოჩნდეს ზეცით დიდებით და ყოველი დაბადებული წარდგეს წინაშე მისსა, – მაშინ შემიწყალე,დედაო ღვთისაო,და მომეც მოტევება ბრალთა ჩემთა და მიხსენ ცეცხლისა მის საუკუნოდ მტანჯველისაგან”!
“ვედრებასა ჩემსა განვფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა,რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იონასებრ ვღაღადებ: ღმომიყვანე მე,ღმერთო ჩემო”!
“ლმობიერად გევედრები: ისმინე ჩემი და მომანიჭე წყალობა შენი,ღვთისაო დედაო,და ნუ მიმხდი პატიჟთა მსგავსად საქმეთა ჩემთა და ნუცა მარცხვენ დღესა მას დიდსა,რათა ვხმობდე მარადის შენდამი და აღგამაღლებდე ქებით აწ და უკუნისამდე”!
(ავტორი გენია.ჯი)