იოსებ დავითაშვილის შესახებ წერდნენ…
“შემცდარია ის,ვისაც ჰგონია,რომ მარტო მოლექსეობისათვის ვსცემდეთ მას პატივს.დაბალწოდებაში ნიჭი იშვიათი არ არის და არც მოშაირობაა განსაკუთრებული მოვლინება.განსვენებული იმითი იყო შესანიშნავი უფრო,რომ თავის პირადობაზე იმდენად არა ჰფიქრობდა,რამოდენადაც საზოგადოებაზე.მისი გრძნობა-გონება იმაზე იყო მიპყრობილი,რომ მოძმეების კეთილდღეობას მოსწრებოდა,მათი სწორ-წარმატება ენახა.ეს სურვილი სიტყვად ჰქონდა გადაქცეული და სიტყვაც საქმედ შეძლებისდაგვარად”.
“აკაკი წერეთელი”
“ეს აზრები,ეს გრძნობა,ეს სიტყვა ქარით მობერილი არ არის.ეს მარგალიტები იმ ზღვიდამ არის ამოღებული,რომელსაც ერის გულს ეძახიან.აქ არაფერია ნათხოვარი,არაფერია განგებ ჩაძახილი და მერე ამოძახილი.აქ თავის დიდებას,თავის დიდ-ბუნებოვანობას,სულგრძელობას თითონ ერი მეტყველობს,თითონ ერი ჰღაღადებს ერთის თავის ჭეშმარიტის შვილის ბაგითა”.
“ილია ჭავჭავაძე”
“იოსებ დავითაშვილი იმ ისტორიული მომენტის ღირსეული წარმომადგენელია,რომელსაც ეწოდება ხალხის შეგნების დასაწყისი”.
“ვახუშტი კოტეტიშვილი” (ავტორი გენია.ჯი)
***
“ნუ დაივიწყებთ,რომ ზღვაზე დიდი გემების გარდა პატარა ნავებიც დაცურავენ და ემსახურებიან კაცს გაჭირვებაში… მკითხველმა გასინჯოს და დააფასოს იმის ავკარგიანობა,თუ რამდენად შეუძლიან ნავობის ასრულება ზღვაში კი არა,ამ ჩვენ ბრძოლის შეუპოვარ და მრავალჯერ თავგატეხილს და სისხლით შეღებილ სამშობლოში და რა ტანჯვისა და წვალებას გამოვლილი ამ ნავის ამგები,თითქმის უპატრონო და უსახლკარო დღიური მუშა”.
“იოსებ დავითაშვილი” (ავტორი გენია.ჯი)