“დიდასკალეინოფობია” – სკოლაში სიარულის შიში…
“დიდასკალეინოფობია” - წარმოადგენს ერთ-ერთ სახეობას გავრცელებული ფობიებისა,რომელიც შესაძლოა განვითარდეს ამა თუ იმ ბავშვში ცუდი სასკოლო გამოცდილების მიღებისაგან,რომელიც დაკავშირებულია რაიმე საგნის,ამ შემთხვევაში სკოლის მიმართ შიშთან.მაგალითად “დიდასკალეინოფობია” აწუხებთ ისეთ ბავშვებს,რომელთაც სკოლაში თანაკლასელები დასცინიან და შესაბამისად,აღნიშნული ფაქტი მათში იწვევს შიშს და სიძულვილსაც კი,სკოლის გარემოს მიმართ.განსხვავებით იმ ბავშვებისაგან,რომლებიც გამოირჩევიან სიზარმაცით,სწავლის მიმართ უყურადღებობით და ამის გამო თავს არიდებენ სკოლაში სიარულს (შედარებით მოზარდები),”დიდასკალეინოფობიით” შეპყრობილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა,შესაძლოა სერიოზულად გაუარესდეს და იგი გახდეს “ღრმა დეპრესიის” მიზეზი,რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ისტერიკაში ჩავარდნა და მას დაეწყოს პანიკური ნერვული შეტევაც კი.(ავტორი გენია.ჯი) ასეთი სახის ფობიას საკმაოდ სახიფათოდ მიიჩნევენ სპეციალისტები,რის გამოც მის სამკურნალოდ მშობლებს ურჩევენ ბავშვთა ფსიქოლოგის რეკომენდაციებს,რომელიც უნიშნავს პატარებს ანტიდეპრესანტებს და მასთან აწარმოებს ფსიქოლოგიურ საუბრებს.(ავტორი გენია.ჯი)