ჯავაჰარლალ ნერუ – მაჰათმა განდის შესახებ…
ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი და ინდოეთის კონგრესის თავჯდომარე,რომელიც 1957 წლიდან ხდება ინდოეთის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი ქვეყნისა - ჯავაჰარლალ ნერუ (1889-1964 წლები),საყოველთაოდ ცნობილი ინდოეთის სულიერი და პოლიტიკური ლიდერის - მოჰანდას კარამჩანდ განდის (1869-1949 წლები),შესახებ წერდა:
“განდის ხმა ყველასაგან განსხვავებული იყო,ის ლაპარაკობდა წყნარად და უშფოთველად,ალერსიანად,მაგრამ მასში ფოლადისებრი სიმტკიცე იგრძნობოდა.მისი თითოეული ფრაზა შინაარსით და სერიოზულობით იყო აღსავსე.მშვიდობიანი და მეგობრული სიტყვების უკან იგრძნობოდა ძალა,მოწოდება მოქმედებისკენ და ბოროტებასთან შეურიგებლობისაკენ.ეს ხმა დღეს კარგად ნაცნობია ჩვენთვის,მაგრამ პირველად მოსმენისას,1919 წლის მარტში,მან შეგვძრა,არც კი ვიცოდით,რა გვეფიქრა. (ავტორი გენია.ჯი) პირველად გამოჩნდა პოლიტიკა – არა ლაპარაკის,არამედ ბრძოლის,რაც სრულიად განსხვავდებოდა ჩვენი ხმაურიანი,ხანგრძლივი და არაფრისმომცემი პოლიტიკური დებატებისგან,რომელიც ყოველთვის უშედეგო და არასერიოზულად აღქმული საპროტესტო რეზოლუციებით მთავრდებოდა”. (ავტორი გენია.ჯი)