ფრედერიკ სენგერი
ფრედერიკ სენგერი - დაიბადა 1918 წლის 13 აგვისტოს რენდკომბში (გლოსტერშირის საგრაფოში,ინგლისი).იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ ბიოქიმიკოსს და ერთადერთ მეცნიერს,რომელსაც ორჯერ მიენიჭა “ნობელის პრემია” ქიმიის დარგში.ფრედერიკს,პირველად ნობელის პრემია მიენიჭა 1958 წელს ამერიკელ ფიზიკოსთან და ბიოქიმიკოსთან – უოლტერ ჟილბერტთან ერთად,ხოლო მეორედ 1980 წელს ამერიკელ ბიოქიმიკოსს – პოლ ბერგთან ერთად.1939 წელს დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი,1940 წლიდან კი იქვე მუშაობდა.1943 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი.1951 წელს ფრედერიკი ხდება სამედიცინო კვლევევითი საბჭოს წევრი და ამასთანავე ხელმძღვანელობდა მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიას.ჰყავს მეუღლე,ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.1983 წლიდან გადის პენსიაში.მისი ძირითადი ნამუშევრები ეხება ქიმიის მეცნიერებას,კერძოდ: ცილებისა და ნუკლეინის მჟავების ქიმიას. (ავტორი გენია.ჯი) 1945 წელს მან შეისწავლა ინსულინის სტრუქტურა,ხოლო მოგვიანებით შეიმუშავა პეპდიტური ამონოჯგუფების იდენტიფიკაციის დინიტრო-ამინობეზოლური მეთოდი.1944-1954 წლებში,ამ მეთოდის დახმარებით იქნა ინსულინის ბუნების,მასში ამინოჯგუფების თანმიმდევრობისა და საბოლოოდ მისი სტრუქტურის დადგენა.ფრედერიკ სენგერმა დაადგინა,რომ ინსულინის ბრუტო ფორმულა გახლავთ (C337N65075S6).სამი სულფიდური ხიდი შედგება ორი ჯაჭვისაგან: ჯაჭვი A შემდგარი 21 ამინომჟავური ნაშთისაგან და B ჯაჭვი შემდგარი 30 ამინომჟავური ნაშთისაგან.სწორედ ამ მეცნიერულ სამუსაოზე დაყრდნობით იქნა შემუშავებული და შექმნილი სინთეზური ინსულინი და სხვა ჰორმონები.ფრედერიკ სენგერის მიერ 1965 წელს მოწონებულ იქნა რნმ-ისა და დნმ-ის ფოსფორ 32P-ით მარკირების მეთოდი,რამაც ხელი შეუწყო აღნიშნული ბიომოლეკულების სტრუქტურულ კვლევას და ამასთან ერთად უზრუნველყო ჯვლევისათვის გამოყენებული ყოფილიყო მცირე ოდენობით საკვლევი ობიექტი -10-6 გ.მის მიერვე იქნა დადგენილი 1967 წელს 5S რნმ-ის და 1977 წელს FX 174 ფაგის დნმ-ის სტრუქტურა (5375).მანვე შექმნა 1977 წელს დნმ-ის პირველადი სტრუქტურის კვლევის მეთოდიც.იგი გახლავთ დიდი ბრიტანეთის დამსახურების ორდენის კავალერი,ღირსების ორდენის კავალერი და ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი. (ავტორი გენია.ჯი) 1954 წლიდან გახლავთ ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი,1969 წელს მინიჭებული აქვს ლონდონის სამეფო საზოგადოების მედალი,1979 წელს მიენიჭა ერთ-ერთი პრესტიჟული (ამერიკული) – “ალბერტ ლაკსტერის პრემია”,სამედიცინო მეცნიერებაში ფუნდამენტური კვლევებისათვის.აქვე აღსანიშნავია,რომ “ლაკსტერის პრემიას” – “მეორე ნობელის პრემის უწოდებენ ამერიკაში”.ასევე ცნობილია,რომ არსებობს ფრედერიკ სანგერის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი,სადაც დღემდე მიმდინარეობს ჰენომური კვლევები.ფრედერიკ სენგერი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ბიოქიმიკოსი და მეცნიერია,რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ამ მეცნიერების განვითარებასა და კვლევებში. (ავტორი გენია.ჯი)