ვახუშტი ბაგრატიონი (ბატონიშვილი) – “სახელი რით ეწოდა”
“ქვეყანა ესე იწოდების სახელითა ამითა: პირველად – საქართველო,მეორედ – ივერია,მესამედ – გიორგია.
ხოლო საქართველო არს სახელი ქართლოსის გამო,რომელსა წილად ხვდა ქვეყანა ესე და,სადა დაეშენა,უწოდა სახელითა თვისითა ქართლი.და მის გამო მორჩილთა ანუ წილხდომთა მისთა ეწოდა საქართველო.გინა შემდგომად მისსა,რომელ ფუცვიდნენ ძენი და ძენი ძეთა მისთანი საფლავსა მისსა,ეწოდათ საქართველო.
ხოლო მეორე სახელი,ივერია,ენითვე ქართულითა მიეცა,რამეთუ “იი” არს შორისყრილი,რომელი არს სასიხარულო ხმა ზახილისა,ხოლო “ვერიე” – მოვერიე,არამედ წყობისთვის შეთხზულად – “ივერია”.რამეთუ ოდეს ი მეფემან ადერკიმ მოკლა არშაკ,მეფე ქართლისა,გოლიათობითა თვისითა,მაშინ აღუტევა ხმა სპათა მიმართ თვისთა:
- იი,ვერიე! (ავტორი გენია.ჯი)
და განხდა ხმა ესე,და იტყოდიან ყოველნი სიმხნისა მისისათვის.ამის გამო იწოდა ივერია.
არამედ წოდება სასიხარულოს ხმისა მოასწავებდა სიხარულსა დიდსა,რამეთუ პირველსა მეფობასა ადერკისასა იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე,და მოასწავებდა ხმა სახარებისა ხარებასა და სიხარულსა სასუფევლისასა,ხოლო “ვერიე” – მორევნასა კერპთა ზედა ძალსა ჯვარსასა და ხსნასა ეშმაკისაგან საქართველოსასა.
კვალად გიორგიაცა მხნედ მომჭირნეობისა მუშაკობისა ქართველთათა ეწოდა,რამეთუ “გიორგი” მუშაკად ითარგმნის.კვალად ვინაითგან იცნეს სამება-ერთარსება,ჭეშმარიტი ღმერთი წმიდის ნინოს მიერ,რამეთუ მამა ნინოსი იყო ზაბილონ,და ესე ზაბილონ იყო კაბადუკიელი,ნათესავი წმიდისა დიდის მოწამის გიორგისა,ამისთვის მიერ ჟამითგან ნიშნი და სასწაულნი უმრავლესნი არიან მთავარმოწამისა გიორგისანი ყოველსა ივერიასა შინა,რამეთუ არა არიან ბორცვნი ანუ მაღალნი გორანი,რომელსა ზედა არა იყოს შენნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი,და ესეცა ამის მიერ იწოდა.არამედ ევროპელნი და ბერძენნი უხმობენ ჯორჯიანსა,და რუსნი – გრუზსა,და მოჰმადიანნი – გურჯსა მათითა ორფორღრაფიის გამო,არამედ იგივე გიორგიავე არს.
ხოლო არს სიგრძე ქვეყნისა ამის პ ეჯი,ხოლო განი სპერის ზღვისაკენ – ჲ ეჯი,შუა ადგილი ლბ ეჯი,ხოლო ბოლოთ კერძო – ლე ეჯი,და მდებარებს კასპიისა და პონტოს ზღვას შორის.
გარნა არს ქვეყანა შვენიერი და ნაყოფიერი ყოვლითა ღვთისა მიერ,და არა,ხელოვნებითა კაცთათა,რამეთუ ნაყოფიერებს ყოველნი თესლ-მარცვალნი კაცთა საზრდელნი”. (ავტორი გენია.ჯი)