“ბაბილონური მსოფლიო რუკა”

“ბაბილონური მსოფლიო რუკა” - წარმოადგენს უძველეს თიხის ფირფიტას,გვიანდელი ბაბილონური პერიოდისა – შუამდინარეთიდან.მასზე გამოსახულია ცნობილი “ბაბილონური მსოფლიო რუკა” და შეიცავს,ისევე როგორც ნამდვილ გეოგრაფიულ ობიექტებს,ასევე მითოლოგიურ ელემენტებსაც.ანალიზის და შესწავლის შემდეგ მეცნიერების მიერ დადგენილ იქნა,რომ აღნიშნული რუკა ტოპოგრაფების მიერ შედგენილი იყო ჩვ.წ.აღ-მდე VIII საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისისთვის. (ავტორი გენია.ჯი) სტრუქტურულად თიხის ფირფიტა სამ ნაწილად არის დაყოფილი: გეოგრაფიული რუკა წარწერებით,ტექსტი – რომელიც გამოსახულია მის წინა მხარეს და ტექსტი – რომელიც გამოსახულია მის უკანა ნაწილზე.ჯერჯერობით დადგენილი არ არის ზუსტად,რა კავშირი აქვს და თუ აქვს საერთოდ ტექსტურ ელემენტებს თავად რუკასთან.რადგან აღნიშნული ტექსტები შეიცავს მითოლოგიურ ელემენტებს.თავდაპირველი ადგილი თუ სად იქნა აღმოჩენილი “ბაბილონური მსოფლიოს რუკა” უცნობია,თუმცა ახალბაბილონური დოკუმენტების მიხედვით იგი ნაპოვნი იქნა ძველი შუმერების უძველეს ქალაქ – სიპარში (თანამედროვე ერაყის ტერიტორია).ბოლომდე დღემდე გარკვეული არ გახლავთ დანიშნულება ამ რუკისა.ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით ფირფიტა შეიცავს ცალკეულ ინფორმაციულ ელემენტებს,ილუსტრაციებს,მითოლოგიურ ტექსტს და ლიტერატურულ ნაწარმოებსაც კი.მიუხედავად ამისა სრულიად ნათელია აღნიშნული რუკის დანიშნულება,რადგან იგი შექმნილ იქნა იმისათვის,რომ მოეთხროთ ადამიანებისათვის შორეული მიწებისა და ობიექტების შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) კარტოგრაფიული თვალსაზრისით რუკაზე დატანილი გეოგრაფიული ადგილმდებარეობები შეიცავს ძალიან ბევრ შეცდომებს.თუმცა იმ დროისათვის იგი მართლაც უნიკალური გეოგრაფიული რუკა გახლდათ.საჯაროდ რუკის შესახებ ცნობილი გახდა ფართო საზოგადოებისათვის 1889 წელს და უდიდესი ინტერესი გამოიწვია მეცნიერებში,ისტორიკოსებსა და კარტოგრაფებში.მიუხედავად იმისა,რომ რუკა ძლიერ დაზიანებულია და დიდი ნაწილი მისი დაკარგულია,მაინც უდიდესი ინტერესების მატარებელი გეოგრაფიული და ისტორიული ღირებულებისაა.”ბაბილონის მსოფლიო რუკა” დღესდღეობით დაცულია დიდი ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმში – ლონდონში და წარმოადგენს ერთადერთ ცნობილ დღემდე შემორჩენილ უძველეს მსოფლიო რუკას შუამდინარეთის რეგიონიდან. (ავტორი გენია.ჯი)