ტბა – “ალო”
ტბა “ალო” - გახლავთ უმაღლესი ალპური ტბა ევროპაში,რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2220 მეტრ სიმაღლეზე,პელას მთის მასივში მერკანტურის ეროვნული პარკში – ზემო პროვანსის ალპების დეპარტამენტში (საფრანგეთი).ტბის საერთო ფართობი შეადგენს 60,000 კვადრატულ მეტრს,ხოლო ყველაზე ღრმა სიღრმე ტბისა 50 მეტრს შეადგენს. (ავტორი გენია.ჯი) XII საუკუნეში “ალოს ტბას” სხვა სახელწოდებით მოიხსენიებდნენ,კერძოდ როგორც: “ლოვოდონი”.წარმოშობის მიხედვით ტბა განეკუთვნება ჩვეულებრივი ყინულოვანი წარმონაქმნს.მასში ბინადრობს ისეთი ცნობილი თევზების სახეობები,როგორებიცაა: კალმახი და წვერა.ტბის წყალი გაედინება მიწისქვეშა დინებებით და უერთდება მდინარე – ვერდონს (საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი).ტბის სანაპიროზე ადრეულ წლებში მდებარეობდა “წმინდა მარიამის” სახელობის სამლოცველო,თუმცა დღესდღეობით იგი აღარ არსებობს.ტბა ულამაზესს ბუნებაშია ჩაფლული და მიუხედავად იმისა,რომ სამანქანო გზა მასთან ბოლომდე ვერ მიდის,მაინც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებსა თუ ადგილობრივ მოსახლეობაში. (ავტორი გენია.ჯი)