ელისაბედ კორტრაიტ მონრო
ელისაბედ კორტრაიტ მონრო - დაიბადა 1768 წლის 30 ივნისს ნიუ-ორკში.იგი გახლდათ ბრიტანული არმიის ოფიცრის ლოურენს კორტრაიტის და მისი მეუღლის ანა ასპინუილის ქალიშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მეხუთე პრეზიდენრის – ჯეიმზ მონროს (1758-1831 წლები,ცნობილი ასევე თავისი “მონროს დოქტრინით”) მეუღლე.იგი ამერიკის “პირველი ლედი” იყო 1817-1825 წლებში.იგი ბავშვობიდანვე საკმაოდ დახვეწილი სტილითა და სოციალური სტატუსით გამორჩეული ახალგაზრდა გოგონა იყო.ასევე გამოირჩეოდა დიდი სილამაზითაც,რაც გულგრილს მის მიმართ არავის ტოვებდა.პირველად ელისაბედმა ჯეიმზ მონროს ყურადღება 1785 წელს მიიპყრო,როდესაც იგი სიტყვით გამოდიოდა ნიუ-ორკში კონტინენტალურ კონგრესსზე. (ავტორი გენია.ჯი) 1786 წლის 16 თებერვალს ისინი დაქორწინდნენ ნიუ-ორკში და ამ პერიოდში ჯეიმზი 27 წლის გახლდათ,ხოლო ელისაბედი 17 წლისა.ცოტა ხნით ცოლ-ქმარი ცხოვრობდა ლონგ-აილენდში,მალე კი ისინი კვლავ ნიუ-ორკში ბრუნდებიან.ჯეიმზი ამ პერიოდში აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში და 1794 წელს ინიშნება ჯორჯ ვაშინგტონის მთავრობის მიერ ელჩად საფრანგეთში.ეს დაემთხვა პერიოდს საფრანგეთის ისტორიისა,როდესაც ქვეყანაში გამეფებული იყო ტერორი.როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მეურლე,მან უდიდესი წვლილი შეიტანა ფრანგი სახელმწიფო მოღვაწის და საფრანგეთის მესამე როვოლუციის აქტიური მონაწილის – ჟილბერ ლაფაიეტის (1757-1834 წლები) მეუღლის განთავისუფლებაში ტყვეობიდან,რომელსაც სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი “გილიოტინაზე”.მისი მეუღლის საპრეზიდენტო მმართველობა დაიწყო 1817 წლის 4 მარტს და იგი ხდება “პირველი ლედი”,აღსანიშნავია,რომ ჯეიმზი მეორე ვადითაც იქნა არჩეული და საბოლოო ჯამში ამერიკას ხელმძღვანელობდა 1825 წლის 3 მარტამდე.მათ ჰყავდათ სამი შვილი: ელიზა კორტრაიტ მონრო-ჰეი (1787-1835 წლები),რომელიც საკმაოდ პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა.იგი ხელმძღვანელობდა მამის საარჩევნო შტაბს და მოგვიანებით,ამერიკის რიგით მეექვსე პრეზიდენტის ჯონ კუინსი ადამსის პრეზიდენტობის პერიოდში,დანიშნულ იქნა “ფედერალურ მოსამართლედ”.მამის სიკვდილის შემდგომ ელიზა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და მიიღო კათოლიციზმი და მონასტერში აღესრულა.მეორე ქალიშვილი მარია ესტერ მონრო-ჰუვერნერი (1803-1850 წლები),ჯერ კიდევ ბავშვი იყო,როდესაც მამა პრეზიდენტად აირჩიეს.მეუღლის გარდაცვალების შემდგომ ჯეიმზ მონრო,სწორედ მასთან და მის მეუღლესთან (სამუელ ჰუვერნერთან) გადავიდა საცხოვრებლად. (ავტორი გენია.ჯი) სამუელი კი ჯონ კუინსი ადამსის პრეზიდენტობის პერიოდში დანიშნულ იქნა ნიუ-ორკის საფოსტო განყოფილების ხელმძღვანელად.ჯეიმზსა და ელისაბედს ჰყავდათ მესამე შვილიც (ვაჟი) – ჯეიმს სპენს მონრო (1799-1801 წლები),თუმცა მოხდა ტრაგედია და ბავშვი ორი წლის ასაკში გარდაიცვალა.მიუხედავად იმისა,რომ ელიზაბედი საკმაოდ დიდი პატივისცემით სარგებლობდა მოსახლეობაში,იგი მაინც ჩრდილში იდგა ამერიკის სეერთებული შტატების რიგით მეოთხე პრეზიდენტის – ჯეიმზ მედისონის მეუღლის – დოლი პეინ თოდ მედისონის ჩრდილში,რომელსაც თავის მხრივ მოხიბლული ჰყავდა ქალაქ ვაშინგტონის და საერთოდ ამერიკული საზოგადოება.ამიტომ შემდგომი “პირველი ლედები”,ხშირად იცავდნენ მის მიერ დაწესებულ სტანდარტებს.ცხოვრებაში მიღებულმა ტრაგიკულმა მოვლენამ,როდესაც მას შვილი გარდაეცვალა,ელისაბედს ჯანმრთელობა ძლიერ შეულახა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა 1830 წლის 23 სექტემბერს,62 წლის ასაკში საკუთარ სახლში – ოაკ ჰილში.იგი დაკრძალულ იქნა ჰოლივუდის სასაფლაოზე რიჩმონდ-ვირჯინიაში.”საპრეზიდენტო ერთდოლარიანი მონეტის” პროგრამით,რომელიც განხორციელდა ამერიკაში,2008 წლის თებერვალში გამოშვებულ იქნა ათდოლარიანი ოქროს მონეტა,რომელზეც გამოსახულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების,რიგით მეხუთე პრეზიდენტის მეუღლის – ელისაბედ კორტრაიტ მონროს პორტრეტი. (ავტორი გენია.ჯი)