ინენი

“ინენი” - გახლდათ უდიდესი ძველეგვიპტელი არქიტექტორი და სახელმწიფო მოღვაწე,რომელიც მოღვაწეობდა უძველესი ძველეგვიპტური პერიოდის ეგრეთწოდებული – XVIII დინასტიის პერიოდში (აღნიშნული პერიოდი გახლდათ ძვ.წ.აღ-ით 1550-1292 წლებში).ინენის ხელმძღვანელობით ეგვიპტეში აიგო უამრავი ნაგებობა და ავტორი გახლდათ მრავალი სამშენებლო პროექტებისა,ფარაონების – ამენჰოტეპ I-ის (ეგვიპტის ფარაონი ძვ.წ.აღ-ით 1525-1504 წლები),თუთმოს I (მეთვრამეტე დინასტიის ფარაონი,მეფობდა ძვ.წ.აღ-ით 1508-1494 წლებში),თუთმოს II (ფარაონი 1492-1479 წლებში),ჰატშეფსუტის (ეგვიპტის დედოფალი ძვ.წ.აღ-ით 1489-1480 წლები) და თუთმოს III-ის (ძვ.წ.აღ-ით 1525-1471 წლები) პერიოდებში.ინენი წარმოშვებით არისტოკრატიული ოჯახიდან გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) თავისი არქიტექტურული მოღვაწეობა მან ჯერ კიდევ ამენჰოტეპ I-ის ფარაონობის პერიოდში დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) მან ფარაონისგან დავალებად მიიღო გაეფართოებინა სატაძრო კომპლექსი ქალაქ – კარნაკში.ამავე პერიოდში იგი აქტიურად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში და მხარს უჭერდა დედოფალ ჰატშეფსუტის გამეფებას,რომელიც თავის მხრივ დიდი მოტრფიალე გახლდათ ხელოვნებისა.მანვე მიიღო მონაწილეობა ჰატშეპსუფის კორონაციაში ძვ.წ.აღ-ით 1489 წელს.ინენი ავტორია ძველი ეგვიპტური არქიტექტურული უამრავი ძეგლისა,რომელთაც დღესაც აღტაცებაში მოჰყავს მნახველი. (ავტორი გენია.ჯი)

ინენის მიერ აგებული და დღემდე შემორჩენილი ნაგებობები