ფილომელა

ფილომელა - ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით გახლდათ,ათენის მეფის პანდიონ I-ის და მისი მეუღლის ზევკისპას ქალიშვილი.პროქნეს,ერეჰტეასა და ბუტას და,რომელიც ცოლად მოიყვანა  ომის ღმერთის არესის ვაჟმა თერეამ.ფილომელას შესახებ ცნობები მოგვაწოდა ჯერ კიდევ უძველეს პერიოდში მოღვაწე ძველბერძენმა პოეტებმა – ჰესიოდემ (ძვ.წ.აღ-ით VIII-VII საუკუნეები) და საფომ (ძვ.წ.აღ-ით 630-572 წლები).მითოლოგია მის შესახებ ლოკალიზებულ იქნა ან ფოკიდაში,ან კიდევ თრაკიაში. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია არესის ვაჟმა თერეამ საკუთარ მეუღლე ფილომელას ენა მოჰკვეთა.იმისათვის,რომ ფილომელა თერეას გაქცეოდა მერცხლად გადაიქცა (მეორე ვერსიით ბულბულად) და გაფრინდა ქალაქ დავლიაში (სხვა ვერსიით ათენში). დავლიდაში არესის ვაჟის შიშის გამო მერცხლები ბუდეებსაც კი არ იკეთებდნენ და მერცხლებს ამ ქალქში “დავლიდებსაც” კი უწოდებდნენ.არსებობს მეორე მითი ფილომელას შესახებ,რომლის თანახმადაც იგი გახლდათ ათენის მეფის პანდიონ I-ის ქალიშვილი,რომლის დის პროკნას ქმარი ფოკიდას მეფე – თერეა იყო.ერთ დღეს,როდესაც ფილომელა სტუმრად იმყოფებოდა საკუთარ დასთან,თერეამ ძალის გამოყენებით ფილომელა დაიმორჩილა და რომ დაემალა თავისი დანაშაული,ამის გამო მოჰკვეთა ენა.ფილომელამ ყოველივე რაც თავს გადახდა საკუთარ დას ნაჭერზე ამოუქარგა. (ავტორი გენია.ჯი) არშფოთებული და გამწარებული პროკნა კლავს საკუთარ შვილს (თესეასაგან შეძენილ ვაჟს – ითისას) და მოტყუებით საკუთარი შვილის სხეულით გამოკვებავს თესეას.ამის შემდგომ ძველბერძნული მითოლოგიის უმაღლესმა ღმერთმა – ზევსმა,ფილომელა გადააქცია მერცხლად,მისი და პროკნა – ბულბულად,ხოლო არესის ვაჟი თერეა კი – ოფოფად.უფრო მოგვიანებითი წყაროები – პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი (ძვ.წ.აღ-ით 43-17 წლები) და აპოლოდორი ირწმუნებოდნენ,რომ ზევსმა ფილომელა გადააქცია – ბულბულად,ხოლო მისი და პროკნა კი – მერცხლად.ფილომელას სახელი საუკენეების შემდეგ ეწოდა 1879 წელს აღმოჩენილ ასტეროიდს – “ფილომელა 196-ს”.მითი ფილომელასა და პროკნას შესახებ ახალი დროის მრავალ ლიტერატურულ ნაწარმოებში იქცა წყაროდ.ეს სიუჟეტი თავის “ბასნებში” აღწერა დიდმა ფრანგმა მწერალმა – ჟაბ დე ლაფონტენმა (1621-1695 წლები) “ფილომენა და პროკნა”.უილიამ შექსპირის,თომას სტერნზ ელიოტისა და ფილიპ სიდნის პოეზიებში – ფილომენა აღნიშნავს ბულბულს,როგორც პირდაპირი დანიშნულებით,ასევე როგორც სიმბოლო ხელოვნების საწყისისა,ჭეშმარიტად განსახიერებული პოეტისა. (ავტორი გენია.ჯი)

ფილომელა და პროკნა