ვის გამოსახავდნენ ბანქოს ქაღალდზე – “ქალი”
“ქალი” - “დამა” იგივე “დედოფალი” -გახლავთ ბანქოს სათამაშო ქაღალდი,რომელზეც გამოსახულია ქალის გამოსახულება.იგი არის “მეფეზე” დაბალი და “ვალეტზე” (ჯარისკაცზე) მაღალი დანიშნულების მქონე.მისი რიცხვითი მნიშვნელობა 12 გახლავთ.შუა საუკუნეების საფრანგეთში,სადაც ბანქოს სათამაშო ქაღალდი გამოჩნდა XIV საუკუნეში,მათზე გამოსახული “სურათები” დაკავშირებული იყვნენ სხვადასხვა ისტორიულ თუ ლეგენდარულ პიროვნებებთან.სტანდარტულ ანგლო-ამერიკული ბანკოს კოლოფებში,არც “ქალი”,”მეფე” და სხვა სათამაშო ქაღალდებზე გამოსახული სურათები,არ წარმოადგენენ კონკრეტულად,ვინმეს პიროვნულ სახეს.თუმცა “ქალის გული” ასოცირდება ინგლისის მეფის ედუარდ IV იორკის (1442-1483 წლები,იორკების დინასტიის პირველი მეფე),უფროსი ქალიშვილთან – ელიზაბედ იორკელთან (1466-1503 წლები),რომელიც თავის მხრივ მეუღლე გახლდათ ინგლისის მეფისა და ირლანდიის ლორდის – ჰენრიხ VII-სი (1457-1509 წლები,პირველი ტიუდორი მეფე ინგლისის სამეფო ტახტზე).ბანქოს სათამაშო ქაღალდზე გამოსახული “ქალის” სახეები განეკუთვნებიან შემდეგ პერსონაჟებს:
” ქალის ყვავი” – გამოსახავდა ძველი საბერძნეთის ერთ-ერთ უმთავრეს ღვთაებას,ზევსის უსაყვარლეს ქალიშვილს,ღრუბელთა ღმერთქალს,ცისა და ელვის მბრძანებელს,რომელიც ამასთანავე სიბრძნის ქალღმერთიც გახლდათ – “ათენას”. (ავტორი გენია.ჯი)
“ქალის გული” – წარმოადგენდა ერთ-ერთ ბიბლიურ პერსონაჟს – იუდიფს,რომელიც გახლდათ,ქალის ვარიანტი სახელი იუდასი.იგი იყო პერსონაჟი ძველი აღთქმის თორაკანონიკური “იუდიფის წიგნი”-სა,სადაც ის წარმოდგენილია,როგორც ებრაელი ქვრივი ქალი,რომელმაც გადაარჩინა მშობლიური ქალაქი ასირიელთა შემოსევისაგან.ამიტომ იგი ასოცირდება იუდეველ გმირ ქალთან,პატრიოტთან და სიმბოლოდ ბრძოლისა დამპყრობლების წინააღმდეგ. (ავტორი გენია.ჯი)
“ქალის აგური” – გამოხატავს ბიბლიურ პერსონაჟს – რაჰილს,რომელიც გახლდათ მესამე ბიბლიური პატრიარქის იაკობის ცოლი და უმცროსი ქალიშვილი ლავან არამიელისა.იგი სიმბოლიზირდება არა მარტო როგორც დედა,რომელსაც ბავშვის გაჩენა სიცოცხლის ფასად დაუჯდა,არამედ ისეთ დედად,რომელმაც მთელი მისი სიცოცხლე შვილების კეთილდღეობას და მათ ბედნიერებას შეალია.აღსანიშნავია,რომ იაკობისა და რაჰილის სიყვარულის ისტორიამ,ბევრი გენიალური მხატვრის ყურადღება მიიპყრო და არაერთმა მხატვარმა შექმნა მათი ტილოები,მათ შორის იტალიელმა რაფაელ სანტმა და ფრანგმა კლოდ ლორენმა.ფრანგი მხატვრის კლოდ ლორენის ტილო – “იაკობი და რაჰილი” დღესაც ამშვენებს “ერმიტაჟის სამხატვრო,კულტურულ-ისტორიულ მუზეუმს”. (ავტორი გენია.ჯი)
“ქალის ჯვარი” – მას უწოდებდნენ “Argine”-ს,წარმომავლობა ამ სიტყვისა ზუსტად დადგენილი არ გახლავთ.შესაძლოა იგი ანაგრამა გახლდეთ ლათინური სიტყვისა – “Regina”,რომელიც სიტყვასიტყვით აღნიშნავს – “დედოფალს”,ან შესაძლოა იყოს დამახინჯებული ფორმა “Argea”-სი,რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა,ძველბერძნული მითოლოგიის პერსონაჟს და იგი გახლდათ ქალიშვილი ადრასტესა და ამფიტეის.პოლინიკეს მეუღლე და დედა ფარსადანისა.მითოლოგიის მიხედვით არგეა ესწრებოდა თებეს მითიური მეფის – ოიდიპოსის დაკრძალვას. (ავტორი გენია.ჯი)