მანდილოსნები – ოლიმპიური თამაშების ისტორიიდან…

მსოფლიო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სპორტული ღონისძიება “ოლიმპიური თამაშები”,ათასწლეულებს ითვლის.თანამედროვე სამყაროში პირველი ოლიმპიური თამაშები 1896 წელს,მისსავე “მშობლიურ ქალაქ” – ათენში ჩატარდა,სადაც თერთმეტი ქვეყნის 311 სპორტსმენი მონაწილეობდა.მიუხედავად იმისა,რომ ტრიბუნებზე მამაკაცთა რაოდენობას მანდილოსანთა რაოდენობა ჭარბობდა,თავად ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა შორის არც ერთი არ ყოფილა მანდილოსანი,მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ პარიზში 1990 წელს გამართულ ოლიმპიადაზე გამოჩნდნენ ისინი და ისიც,მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ – ცხენოსნობაში,აფროსნობაში,გოლფსა და ტენისში. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ მანდილოსნები “საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის” (IOC)-ის სრულფასოვანი წევრები,მხოლოდ და მხოლოდ 1981 წელს გახდნენ.ანტიკურ ხანაში მანდილოსნების მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში,კატეგორიულად აკრძალული გახლდათ,და არა მარტო მონაწილეობა არამედ იყო პერიოდი,როდესაც მანდილოსნების დასწრებაც კი იკრძალებოდა.თუ კი აღმოაჩენდნენ,იმას,რომ მანდილოსანი ესწრებოდა ოლიმპიურ თამაშებს,მას ყველაზე მაღალი კლდიდან აგდებდნენ და ასე უსწრაფებდნენ სიცოცხლეს.ანტიკური ისტორიის თანახმად მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა მოხდა,როდესაც ოლიმპიურ თამაშებში მანდილოსანმა მიიღო მონაწილეობა.ამ ფაქტის ირგვლივ არსებობს ორი ვერსია. (ავტორი გენია.ჯი) პირველი გახლავთ ის,რომ: მანდილოსანი,რომლის მეუღლე,მამა და ძმა ოლიმპიური ჩემპიონები გახლდნენ,ოლიმპიური თამაშებისათვის ავარჯიშებდა საკუთარ შვილს და შესაბამისად დიდი სურვილი ჰქონდა დასწრებოდა შვილის პაექრობას.ამიტომ იგი თამაშებს დაესწრო როგორც,ერთ-ერთი მონაწილის მწვრთნელი,ჩაცმული მამაკაცის ტანისამოსში,რათა არ მიმხვდარიყვნენ,რომ იგი “კანონს არღვევდა”.და როდესაც მისი ვაჟი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოაცხადეს,თავდავიწყებით მთელი მოედანი გადაკვეთა რათა შვილისათვის მოელოცა დიდი ტრიუმფი,რა დროსაც მას მამაკაცის ტანისამოსი გაძვრა.ეს მთელმა სტადიონზე დამსწრეებმა დაინახეს,ტურნირის არბიტრები ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ,რადგან იგი ეგრევე სიკვდილით უნდა დაესაჯათ,თუმცა როგორი იყო იმ ქალის დასჯა,რომლის შვილი,მეუღლე ,ძმა და მამა ოლიმპიური ჩემპიონები იყვნენ?! და რადგან იგი ჩემპიონების დედა,მეუღლე,და და შვილი გახლდათ იგი “შეწყალებულ იქნა”.ეს შემთხვევა გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მომდევნო ოლიმპიური თამაშების მონაწილეები და მათი მწვრთნელები,ასპარეზობაზე “შიშვლები” უნდა გამოსულიყვნენ,რათა ასეთი ფაქტი აღარ დაეშვათ. (ავტორი გენია.ჯი) მეორე შემთხვევა გახლდათ,მანდილოსანი სახელად – კალიპატერია,რომელიც ასევე გახლდათ მეუღლე და დედა ოლიმპიური ჩემპიონებისა,რომელმაც გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება ოლიმპიურ თამაშებში,თუმცა ამოიცვნეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს კლდიდან გადაჩეხვით,თუმცა იგიც პირველი ვერსიის მსგავსად “შეიწყალეს”,როგორც ოლიმპიური ჩემპიონების დედა და მეუღლე.ამ ვერსიის თანახმადაც მას შემდეგ აიკრძალა ოლიმპიურ თამაშებზე ტანისამოსით გამოსვლა სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების.ამ ორი ისტორიიდან,რომელია სიმართლესთან უფრო ახლოს უცნობია,თუმცა დღევანდელ სამყაროში “ოლიმპიური თამაშები” მანდილოსანთა მონაწილეობის გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია. (ავტორი გენია.ჯი)