“ხელები ეწინააღმდეგებიან მას” – მისტიური ტილო
“ხელები ეწინააღმდეგებიან მას” - (The Hands Resist Him),გახლავთ ცნობილი ამერიკელი მხატვრის,ბოსტონში მაცხოვრებელი - ბილ (უილიამ) სტოუნჰემის მიერ 1972 წელს დახატული ტილო.სტოუნჰემს პოპულარობა და ცნობადობა სწორედ აღნიშნულმა ტილომ მოუტანა,რომელიც ერთგვარ ქალაქურ ლეგენდად და ინტერნეტ-მემოდ კი იქცა.ტილოს დახატვის შემდეგ უცნაური და გაუგებარი მოვლენები მისი პირველივე გამოფენისთანავე დაიწყო.სუსტი ფსიქიკის ადამიანები სურათის ხილვისას ცუდად ხდებოდნენ: ეწყებოდათ თავის ტკივილი,გულისრევა,ტირილი და ხშირად კარგავდნენ გონებას.თავად ტილო მხატვარმა ძველი ფოტოგრაფიიდან დახატა,რომელზეც გამოსახული იყო თავად 5 წლის ასაკში და მისი უმცროსი და,ჩიკაგოში მდებარე საკუთარი სახლის წინ. (ავტორი გენია.ჯი) ბილმა ნახატი პირველად აჩვენა ხელოვნებათმცოდნე “ლოს-ანჯელეს თაიმსი”-ს მფლობელს,რომელიც სურათის ნახვიდან რამდენიმე დღეში უეცრად გარდაიცვალა.არის მოსაზრება,რომ ყოველივე ამაში წვლილი ამ ტილოს მიუძღვის,თუმცა ამის დამტკიცება შეუძლებელია.რამდენიმე ხნის შემდეგ სურათი შეისყიდა ამერიკელმა მსახიობმა ჯონ მარლიმ,რომელიც გარდაიცვალა 1984 წელს.რამდენიმე ხნის შემდეგ სურათი აღმოჩენილ იქნა “ნაგავსაყრელზე”,სურათის აღმომჩენმა იგი ოჯახში წაიღო,თუმცა როგორც ცნობილი ერთ-ერთი ღამით მშობლების საძინებელში შევარდა ღამით მათი პატარა შვილი ყვირილით,რომ სურათზე გამოსახული ბავშვები ცოცხლები იყვნენ და მოძრაობდნენ.მეორე დღით ოჯახის მეპატრონემ იმ ოთახში სადაც სურათი იყო დაკიდებული,დაამონტაჟა ვიდეოკამერა,რომელიც რამდენჯერმე სრულიად უმიზეზოდ შეინძრა და გაითიშა.ამის შემდგომ ოჯახმა იგი eBay-ს ინტერნეტ-აუქციონზე გაიტანა გასაყიდად. (ავტორი გენია.ჯი) მალევე აღნიშნული ორგანიზაციის ელექტრონულ ფოსტაში,მიდის უამრავი წერილები,სადაც აუქციონის ვიზიტორები ჩიოდნენ ჯანმრთელობისა და მორალური მდგომარეობების გაუარესებაზე,ასევე ზოგიერთ მათგანს გულის შეტევაც კი დაემართა.აქვე აღსანიშნავია,რომ სურათის ერთ ნაწილზე გააკეთეს გაფრთხილება,თუმცა ამან უკუშედეგი გამოიწვია და კიდევ უფრო მეტი მნახველი დააინტერესა სურათით.ტილოს საწყისი ფასი 199 დოლარიდან იწყებოდა და მიუხედავად გაფრთხილებისა იგი გაყიდულ იქნა 1025 დოლარად.ტილო შეისყიდა კიმ სმიტმა (რომელიც ჩიკაგოსთან ახლოს ცხოვრობდა),თავისი ახლადგარემონტებული გალერეისთვის.მან ჩათვალა,რომ აღნიშნული ტილო დახატული უნდა ყოფილიყო 40-იან წლებში,რაც მისი გალერეისთვის შესანიშნავი ექსპონატი იქნებოდა.მალევე კიმის ელექტრონულ ფოსტის მისამართზე დაიწყო წერილების წერა,სადაც ტილოს დამთვარიელებლები არა მარტო ჯანმრთელობას უჩიოდნენ,არამედ პირდაპი მიუთითებდნენ მას,რომ ეს სურათი წარმოადგენდა “ბოროტებას”.ამიტომ მათი უმრავლესობა მოითხოვდა დაეწვათ იგი.ბევრი კი დახმარებას ჰპირდებოდა,რომ სურათიდან ბოროტ სულს განდევნიდა,მათ შორის ცნობილი ამერიკელი “დემონების გამდევნელები” – ედი და ლორეინ უორენები.სურათზე გამოსახული ორი ბავშვის მოჩვენება ხშირად ჩნდება სურათზე გამოსახული ადგილას და მის ახლოს მდებარე ქედებზე. (ავტორი გენია.ჯი) ექსტრასენსები ირწმუნებიან,რომ: მათ ნახეს სურათზე გამოსახული ბიჭუნა,ხოლო მისი პატარა და კი ყოველთვის ბუნდოვნად ჩანს ხოლმე.ჩანდა ასე,რომ ძმა მის პატარა დას,იცავდა.მათ ერქვათ ტომი და ლაურა,რომლებიც გაჭრილი ვაშლივით გავდნენ სურათზე გამოსახულ ბავშვებს.დღესდღეობით ტილი “ხელები ეწინააღმდეგებიან მას” ერთ-ერთ მისტიური ისტორიის მქონე ტილოდაა ცნობილი,რომლის მიმართ ინტერესი დღემდე გაუნელებლად დიდია.დღესდღეობით სურათის ავტორი ბილ (უილიამ) სტოუნჰემი კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში და კვლავ აქტიურად არის დაკავებული სამხატვრო ხელოვნებით. (ავტორი გენია.ჯი)
სურათის ავტორი – ბილ (უილიამ) სტოუნჰემი