ფილიპე გოგიჩაიშვილი – იაკობ გოგებაშვილის შესახებ…

“1904 წელს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია დავბეჭდე კალენდარში.დაბეჭდვამდე გადავიკითხე,სხვათა შორის,მისი სტატიები – ზოგი ხელახლა.ზოგი პირველად – სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში,რათა გერმანული “საფუძვლიანობის” პრინციპისათვის არ მეღალატნა: მაშინ მე გერმანიიდან ახალდაბრუნებული გახლდით.გერმანულად განსწავლული,ბიუხერის მოწაფე.დავბეჭდე იაკობის ბიოგრაფია,სურათით. (ავტორი გენია.ჯი) წიგნი გამოვიდა,მაგრამ,ვხედავ იაკობი შემომწყრა: პირს მარიდებს,სალამს არ მაძლევს,არ მელაპარაკება.ვერ გამეგო,რა იწყინა ან რამ აწყენინა.რამდენიმე კვირის შემდგომ გამოირკვა ჩემი დანაშაული.იაკობმა თურმე ის იწყინა,რომ მე მისი ბიოგრაფია იმ შრიფტით კი არ დავბეჭდე,როგორც ილიასი,აკაკისა,ყიფიანის და სხვების ბიოგრაფია,არამედ უფრო წვრილი შრიფტით.საქმე ის არის,რომ იაკობის ბიოგრაფია მოცულობით,სხვებთან შედარებით უფრო დიდი გამოვიდა,და რომ ერთგვარი სიმეტრია დამეცვა,იგი უფრო წვრილი შრიფტით ავაწყობინე სტამბას.რა ვიცოდი,რომ ეს მის რისხვას გამოიწვევდა.პეტრე უმიკაშვილმა კი მითხრა მაშინ დაუფარავად: “ასეთი დოყლაპიობა როგორ მოგივიდა იმერელ კაცს,როგორ არ იცოდი,რომ იაკობთან,არა თუ ეს,ღვთის წყალობაც სიფრთხილითაა სათქმელიო”. (ავტორი გენია.ჯი) აქვე აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ იაკობ გოგებაშვილი ქართველობაში ერთადერთი ადამიანი იყო,რომელიც ახალგაზრდობის შემდეგ სამსახურში არ შესულა და მხოლოდ თავისი ნაწერების ჰონორარით ცხოვრობდა.მისი ცხოვრების წყარო იყო ის შემოსავალი,რომელსაც მას აძლევდა უმთავრესად მისი სახელმძღვანელოები: “დედა-ენა” და “ბუნების კარი”.მისი შემოსავლების წყარო ბევრად მეტი იქნებოდა იაკობი რომ დათანხმებულიყო,ამ სახელმძღვანელოების ცოტაოდნავ გაძვირებაზე,ფასის გადიდებაზე.მაგრამ იგი ამას ყოველი საშუალებით ერიდებოდა.იგი ყოველთვის ამბობდა,რომ ღარიბი ხალხისათვის სამძიმო იქნებოდა ძვირადღირებული წიგნების შეძენა,ამიტომაც იაკობი ყოველთვის მინიმალურ ფასს ადებდა თავის სახელმძღვანელოებს,რის გამოც შემოსავალსაც ნაკლებს იღებდა,რისი მიღებაც შეეძლო ნამდვილად. (ავტორი გენია.ჯი)