ბრიაქსისი

ბრიაქსისი მოღვაწეობდა IV საუკუნის მეორე ნახევარში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი მოქანდაკე,რომელმაც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში სახელგანთქმული ნაგებობის – “მსოფლიოს შვიდი საოცრების” ნუსხაში შეტანილი “ჰალიკარნასის მავზოლეუმის” გაფორმებაში.წარმოშობით მცირე აზიის ისტორიული მხრიდან – კარიადან იყო.აღნიშნული მავზოლეუმი გახლდათ ჰალიკარნასის მმართველის – მავსოლის საფლავზე აგებული (ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში) არქიტექტურისა და ქანდაკების ბრწყინვალე ნიმუში.ბრიაქსისი გახლდათ ავტორი ღმერთების კოლოსარული ქანდაკებებისა,რომლებიც დადგმულ იქნა კუნძულ როდოსზე.მანვე ააგო ქანდაკებები საბერძნეთის შუაგულში მდებარე ქალაქ მეგარაში,ძველბერძნული მითოლოგიის მკურნალობის ღვთაების – ასკლეპიოსისა და ჯანმრთელობის ქალღმერთის – ჰიგეასი. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით ბრიაქსისი მიემგზავრება ეგვიპტეში და მუშაობას იწყებს ალექსანდრიაში,ელინისტური ღვთაების – სერაფისის ტაძარში,სადაც შექმნა ქრისოელეფანტური ქანდაკება,რომელიც ჩამოჰგავს ძალიან ზევსს,რომელსაც თავზე ადგას ხილით სავსე კალათა (დრემდე შემორჩენილია მისი,ძველრომაული ასლი,რომელიც ზემოთ განთავსებულ სურათზეა გამოსახული და ინახება ვატიკანში).ბრიაქსისის  მიერ შექმნილ ქანდაკებათა რიგს ეკუთვნის ასევე ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაების – დემეტრას ქანდაკება,რომელიც ტახტზე ზის (აღნიშნული ქანდაკება დღემდე ინახება დიდი ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმში – ლონდონში).მოქანდაკე მუშაობდა მარმარილოზე და ქმნიდა შესანიშნავ ნიმუშებს ქანდაკების ხელოვნებისა,რომელთაც დღესაც კი აღტაცებაში მოჰყავს მნახველი. (ავტორი გენია.ჯი)

ბრიაქსისის ნამუშევრები