ძმები გრიმების ბიოგრაფიიდან…
დიდი გერმანელი ლინგვისტები და თანამედროვე გერმანული ფილოლოგიის ფუძემდებლები “ძმები გრიმები” - იაკობ ლუდვიგ კარლ გრიმი (1785-1863 წლები) და ვილჰელმ კარლ გრიმი (1786-1859 წლები),მსოფლიოსათვის ცნობილ და საყვარელ მეზღაპრეებს წარმოადგენენ.გერმანულ ქალაქ კასელში,სადაც ძმები უბრალო ბიბლიოთეკარებად მუშაობდნენ,კრიბავდნენ ზღაპრებს და ამავე დროს შეისწავლიდნენ უძველეს ხელნაწერებს,დღეს მათი სახელობის მუზეუმია გახსნილი. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ ძმები გრიმების ზღაპრები მსოფლიოს 160 ენაზე იქნა თარგმნილი.ამ მუზეუმში შესაძლოა ვიხილოთ მათი პირადი ნივთები,ხელნაწერები,სურათები და თქვენ წარმოიდგინეთ ის კანფეტები,რომლებიც მათ ძალიან უყვარდათ,რადგან მათზე გამოსახული იყვნენ მათი ზღაპრების გმირები – “წითელქუდა”,”ჰენზელი”,”გრეტელი” და სხვა ზღაპრების პერსონაჟები.ძმებმა გრიმებმა ზღაპრების შეგროვება ახალგაზრდობიდანვე დაიწყეს,ამ პერიოდში ვილჰელმი მხოლოდ 20 წლის გახლდათ,ხოლო იაკობი 21 წლისა. (ავტორი გენია.ჯი) მათი ბავშვობა საკმაოდ ბედნიერი იყო,რადგან თავად ოჯახი გახლდათ კარგი და კეთილშობილი.მამა ფილიპ ვილჰელმ გრიმი (1751-1796 წლები),მოსამართლე იყო.დედა კი კეთილშობილი,შვილებზე მზრუნველი ქალბატონი გახლდათ.სულ დედმამისშვილები ექვსნი იყვნენ,ხუთი ძმა და ერთი და,სახელად – ლოტა.დედმამიშვილებს ერთმანეთზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ,თუმცა იაკობისა და ვილჰემლმის ურთიერთობა მაინც გამოსარჩევი იყო.ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა და ბავშვები მალე დაობლდნენ.დედმამიშვილებს შორის უფროსი იაკობი 11 წლის იყო,როდესაც მამა გარდაეცვალათ და ოჯახის გაძღოლა მან საკუთარ თავზე მისივე შრომით აიღო.ხშირად გადიოდნენ მამის საფლავზე და ცრემლში და ნაღველში ატარებდნენ დღრეებსა და თვეებს.იაკობმა არა მარტო მის დედმამიშვილებზე აიღო მზრუნველობა,არამედ გვერდშო დაუდგა დარდისგან განადგურებულ დედასაც. (ავტორი გენია.ჯი) ოჯახის ტრადიციის მიხედვით იაკობი და ვილჰელმი იურისტები გახდნენ,თუმცა მათთვის ყველაზე დიდ გატაცებას ძველი ხალხური პოეზია და ზღაპრები წარმოადგენდა.შეისწავლეს უამრავი ლეგენდა და გადმოცემა,ისტორია მშობლიური ენისა,გერმანული მითოლოგია და გრამატიკა.ამასთანავე უშვებდნენ სამეცნიერო წიგნებსაც და სულ მალე უდიდესი პოპულარობის და ხალხის,განსაკუთრებით ბავშვების უსაყვარლეს ავტორებად იქცნენ.ძმები გრიმების შემოქმედება,ნამდვილად წარმოადგენს გრანდიოზულ საჩუქარს თითოეული ბავშვისათვის,ყოველი საუკუნისა! (ავტორი გენია.ჯი)