იცით თუ არა,რომ
1. პირველად “საღეჭ რეზინაში” შაქარი გამოიყენა ცნობილმა სტომატოლოგმა – უილიამ სემპლემმა 1869 წელს.
2. ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული მულტინაციონალური კორპორაციის – Apple-ს დამაარსებელი და მისი სულის ჩამდგმელი “აწგარდაცვლილი” სტივ პოლ ჯობსი,გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა,როგორც ყველაზე მცირე “ხელფასის” მქონე დირექტორი.ოფიციალური დოკუმენტების თანახმად,მისი წლიური ხელფასი მხოლოდ 1 დოლარს შეადგენდა. (ავტორი გენია.ჯი)
3. დიდი ამერიკელი რეჟისორის სტივენ სპილბერგის ცნობილი ფილმის “უცხოპლანეტელების” პრემიერის შემდეგ,ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა – ჯიმი სვაგარტმა,სპილბერგი “სატანის ჯაშუშად” გამოაცხადა და მას “ურჩხული ჯოჯოხეთიდან” უწოდა.
4. გამოჩენილი ინგლისელი-შოტლანდიური წარმოშობის მწერლის, ცნობილი რომანის “განძთა კუნძული”-ს ავტორმა რობერტ ლუის სტივენსონმა,ნაწარმოებში გამოყვანილი კუნძულის პროტოტიპად კუბის სიდიდით მეორე კუნძული (კარიბის ზღვაში) – პინოსი აიღო (ეს სახელი ერქვა კუნძულს 1978 წლამდე,ხოლო დღეს მოიხსენიებენ,როგორც – ხუვენტუდი),რომელსაც ასევე უწოდებენ “ახალგაზრდობის კუნძულს”.
5. “იუნესკო”-ს მონაცემებით ყველაზე სუფთა ბუნებრივი წყალი – ფინეთში მოედინება.კვლევები ამ საკითხის ირგვლივ 122 ქვეყანაში ჩატარდა. (ავტორი გენია.ჯი)
6. საფრანგეთის ისტორიული წყაროების მიხედვით ირკვევა,რომ 1580 წლიდან – 1830 წლის ჩათვლით,მგლების მსხვერპლი ამ ქვეყანაში 3000-მდე ადამიანი გახდა.
7. ადამიანის თმის ზრდის საშუალო ტემპი,დღის განმავლობაში 0,4 მილიმეტრს შეადგენს.
8. გენიალური მარინისტი მხატვარი ივანე აივაზოვსკი,ხშირად ამბობდა: “ზღვა – ეს ჩემი ცხოვრებაა”.
9. მსოფლიო საცეკვაო ხელოვნებაში ცნობილი არგენტინული სამეჯლისო ცეკვა “ტანგო”,ამ ქვეყნის დედაქალაქის ბუენოს-აირესის გარეუბნიდან წამოვიდა და ფართო გავრცელება 1910-იან წლებში ჰპოვა.
10. მსოფლიოში “ბუღალტერი”-ს პროფესიის მატარებელ ადამიანთა შორის 86% ქალბატონია. (ავტორი გენია.ჯი)