ფრედი მერკური – “The Show Must Go On”
“The Show Must Go On” - წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო როკ-ჯგუფის Queen-ის და მისი ლეგენდარული სოლისტის,კომპოზიტორის,პიანისტისა და საოცარი ვოკალის მქონე -ფაროჰ ბულსარას (იგივე ფრედი მერკურის) მიერ,1991 წლის 14 ოქტომბერს (ჩაიწერა 1990-1991 წლებში),ინგლისში გამოცემული ალბომის Innuendo-ში შემავალ,”უკვდავ” კომპოზიციას,რომელიც დღემდე მიიჩნევა არა მარტო ამ ლეგენდარული ჯგუფისა და სოლისტის ყველაზე ემოციურ მუსიკალურ ნომრად,არამედ სრულიად როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ კომპოზიციადაც.(ავტორი გენია.ჯი) ფრედი მერკურისა და “ქუინის” - ”უკვდავი ჰიტი”,ჩაწერილ იქნა იმ პერიოდში,როდესაც ფრედი მერკურის ჯანმრთელობა ძლიერ შერყეული გახლდათ,სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ სიმღერაში გამოხატულია ფრედის დიდი სურვილი კვლავ გამოვიდეს სცენაზე,მიუხედავად იმისა,რომ მისი სიცოცხლე დასასრულს უახლოვდებოდა.ინფრომაცია მისი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ,მხოლოდ მისივე უახლოესი ადამიანებისათვის იყო ცნობილი.მათ შორის ჯგუფის დიდებული გიტარისტის და ფრედის მეგობრის – ბრაიან მეისთვისაც.როგორც მოგვიანებით ბრაიან მეი CNN-თან ინტერვიუში აცხადებდა,ის იმაშიც კი არ იყო დარწმუნებული,რომ ფრედი ამ სიმღერის შესრულებას შეძლებდა,გაუარესებული ჯანმრთელობის გამო,რადგან ამ პერიოდში იგი ფეხზეც კი ძლივს დგებოდა.ბრაიანმა ამის შესახებ სტუდიაში,სიმღერის ჩაწერის წინ ჰკითხა კიდეც ფრედის,შეძლებდა თუ არა იგი სიმღერის ჩაწერას,რაზეც მისგან შემდეგი პასუხი მიიღო:
“მე შევძლებ ამას ჩემო მეგობარო!” (ავტორი გენია.ჯი)
ამის შემდგომ იგი შევიდა ხმის ჩამწერ სტუდიაში და ყველასათვის გასაოცრად,პირველივე ჯერზე ვირტუოზულად შეასრულა ვოკალური პარტია,იმ გენიალური სიმღერისა,რომელმაც შემდეგ მსოფლიო “დაიპყრო” და ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით საუკუნეებსაც კი გაუძლებს.(ავტორი გენია.ჯი)