“დაღესტნური სიბრძნე”
1. წყალში მდგარი ხეცა ხმება,როცა მისი ჟამი დგება.
2. მთაში დიდი და პატარა,ყველა დიდი სტუმარია.
3. დამპყრობელს და მოღალატეს სამართალი არ მოეკითხება. (ავტორი გენია.ჯი)
4. კაცობის ყიდვა,დიდ ფულადაც შეუძლებელია.
5. ფერფლისგან ცეცხლი,არასოდეს აინთება.
6. როცა სტუმრები აიშლებიან,მაშინ იწყებს რეგვენი ცეკვას.
7. ერთი მტერი ბევრია და ასი მეგობარი – ცოტა.
8. ბრმას ლამაზი ცოლი არ სჭირდებაო.
9. ვინც დიდებას არ ეძებს,თვითონ მოსდევს ფეხდაფეხ. (ავტორი გენია.ჯი)
10 ორი პირი აქვს ხანჯალსა,პატრონი უნდა მხნეობდეს;
სამშობლოს ტრფობა ერთს ქვია,მტრის სიძულვილი მეორეს.