“მასხარას ჩაჩის რუკა”
“მასხარას ჩაჩის რუკა” – წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე იდუმალებით მოსილ ისტორიულ რუკას,დასავლურ კარტოგრაფიაში.მას იმთავითვე “მასხარას ჩაჩის რუკად” მოიხსენიებენ,თუმცა ზუსტად არავინ იცის რატომ,ან სად იქნა იგი შედგენილი.ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას,არის ის,რომ დადგენილია მისი შექმნის თარიღი,რომელიც დაახლოებით 1580-1590-იან წლებს მოიცავს.ზოგიერთი წყაროს მიხედვით იგი “პტოლემეურ სისტემად” (კანონიკური ეკვიდისტიკური სისტემა) განიხილება. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა სხვა წყაროები აცხადებენ,რომ უფრო მეტად მერკატორის ან ორტელიუსის ტექნიკას ჩამოჰგავს.თავად რუკა ასახავს “ჩაცმულ მსოფლიოს რუკას”,ტრადიციული კარის მასხარას ჩაჩში მოქცეულს.სახის ნაცვლად წარმოდგენილია რუკა,რაც მას ერთი შეხედვით ავბედით გამოსახულებას სძენს.სპეციალისტთა მოსაზრებით ამას აუცილებლად თავისი სპეციფიკური და ღრმა დანიშნულება უნდა ჰქონოდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია სამეფო კარის მასხარები,ერთადერთი პერსონები იყვნენ შუა საუკუნეების,მონარქიული აბსოლუტუზმის მქონე ევროპაში,რომელთაც ნებისმიერ თემაზე შეეძლოთ მეფეებისათვის სიმართლის თქმა.ვარაუდობენ,რომ “მასხარის ჩაჩის რუკა”,ერთგვარი სერიოზული კრიტიკა გახლდათ იმ ეპოქისა,თუმცა,შეფუთული მასხარას ფორმებში.ასევე ვარაუდობენ,რომ XVI საუკუნეში,აღნიშნული რუკა არ იწვევდა დიდ გაოცებას მნახველში,რადგან მათთვის ისედაც ყველაფერი ნათელი იყო.რუკაზე დატანილია მრავალი ბიბლიური და კლასიკური გამონათქვამები.მის მარცხენა მხარეს წერია: “დემოკრიტე აბდერიელი დასცინოდა სამყაროს,ჰერაკლიტე ეფესოელი დასტიროდა მას,ეპიქტონე კოსმოპოლიტმა კი ასახა იგი”.ჩაჩზე ლათინური ასოებით გამოსახულია ძველბერძნული მაქსიმის ვარიაცია: “შეიცანი თავი შენი”.გარდა ამისა რუკაზე ასახულია ეკლეზიასტეს ციტატა: “სულელთა რიცხვი უსაზღვროა”; “ამაოება ამაოებაა და ყველაფერი ამაოებაა”; “ყველა მოკლებულია საღ აზრს” და სხვა ანალოგიური,დეპრესიული სახის წარწერები.ზოგიერთი მკვლევარი,ასეთი სახის წარწერებს,ბევრისათვის უცნობ და საიდუმლო ქრისტიანული სექტის – “სიყვარულის ოჯახის” წარმომადგენლებს მიაწერს.აღნიშნულ სექტაში გაწევრიანებული იყო დიდი ფლამანდრიელი კარტოგრაფი – აბრაჰამ ორტელიუსი (1527-1598 წლები),რის გამოც “მასხარას ჩაჩის რუკის” შექმნას მის სახელს უკავშირებენ. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა უცნობია ასეთი სახით რუკის შექმნის მოტივი.უცნობია ისიც,თუ რატომ არის წარწერა მასზე (მაღალ კუთხეში) – ორონტიუს ფირენუსი.მისი სახელი დაკავშირებულია კიდევ ერთ საიდუმლოებით მოცული რუკის შექმნასთან (1531 წელი),სადაც ასახულია ყინულებით გარშემორტყმული და დაფარული ანტარქტიდის კონტინენტი,მაშინ როდესაც ოფიციალური ცნობების თანახმად ანტარქტიდა აღმოჩენილ იქნა 1820 წელს.ეს საკითხები კი დღემდე მრავალ კითხვას ბადებს.თუნდაც ის,რომ საიდან მოხვდა მისი სახელი რუკაზე,როდესაც იგი რუკის შექმნამდე ათწლეულების წინ ცხოვრობდა? შესაძლებელია იგი იყოს “მასხარას ჩაჩის რუკის” შემდგენელი? ამ კითხვებს,მრავალი ვარაუდის მიუხედავად,პასუხი ჯერ-ჯერობით ვერ გაეცა.ვერც რუკის ასეთი ფორმით შედგენის დანიშნულებას მოეფინა ნათელი.სწორედ ამ მიზეზთა გამოა,”მასხარას ჩაჩის რუკა” ყველაზე დიდი იდუმალებით მოცულ რუკად რომ არის აღიარებული მსოფლიოში კარტოგრაფიაში. (ავტორი გენია.ჯი)