ჯონათან ჯოზეფ ჯეიმზი – “გენიალური არასრულწლოვანი ჰაკერი”

ჯონათან ჯოზეფ ჯეიმზი – დაიბადა 1983 წლის 12 დეკემბერს,მაიამის შტატში (ამერიკის შეერთებული შტატები).იგი წარმოადგენდა იმ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ,გენიალურ და პირველ ამერიკელ ჰაკერს,რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ “არასრულწლოვან ასაკში” ჰაკერობისათვის გაასამართლა.15 წლის ასაკის იყო,როდესაც პირველი “ჰაკერული” შეტევა მიიტანა სხვადასხვა ორგანიზაციებზე. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ მან ფსევდონიმით – “cOnrade”,გატეხა Bell  South-ის და Miami-Dade-ს სკოლის სერვერები.თუმცა უფრო სერიოზულ “სამუშაოებს” ხელი 16 წლის ასაკში,1999 წელს მოჰკიდა.ამავე წლის 29-30 ივნისს ჰაკერული შეტევა განახორციელა NASA-ს,ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს და სხვა რიგი სახელმწიფო დაწესებულებების სერვერებზე,მათ შორის გაშიფრა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის კოდიც.გატეხა მათი პაროლები,რის შედეგადაც თავისუფლად შეძლო რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფაილის მოპარვა.ჰაკერული შეტევის შედეგად პარალიზებული იქნა მრავალი სახელმწიფო სისტემა,რის გამოც მსხვერპლმა ორგანიზაციებმა დახურეს ბევრი სერვერი.ამ მოვლენამ უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა ამერიკაში და ყველა ძალოვანი უწყება ჩაერთო ჰაკერის გამოვლენა-დაკავებაში.მაშინ ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ,რომ ყოველივე “არასრულწლოვანის” მიერ იქნა ჩადენილი.მალევე სპეც-სამსახურებმა დაადგინეს ჰაკერის ვინაობა და იგი აიყვანეს.შესაბამისად,მისი სახელი ყველასათვის გახდა ცნობილი და ერთი პერიოდის მანძილზე საინფორმაციო საშუალებების უმთავრეს “გმირადაც” კი იქცა. (ავტორი გენია.ჯი) ჯონათანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო,თუმცა არასრულწლოვანობის გამო,ციხეში ვერ გაგზავნა.მისი ადვოკატების განცხადებით,რომ არა ჯეიმზის არასრულწლოვანი ასაკი,მას მინიმუმ 10 წლიანი სასჯელი ემუქრებოდა.როგორც სასამართლოზე გაირკვა,ჰაკერული შეტევის შედეგად,სხვადასხვა ორგანიზაციების საერთო ზარალმა 1,7 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.რაზეც ჯონათანმა განაცხადა,რომ ეს ციფრები არ იყო რეალობასთან ახლოს და იგი არანაირად არ შეადგენდა ზემოთ აღნიშნულ თანხას.მოგვიანებით,2007 წელს ამერიკაში ინტერნეტზე დიდი ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა,რომელშიც ბრალი დასდეს ჯეიმზს,თუმცა იგი ამას კატეგორიულად უარყოფდა.მიუხედავად ამისა სასამართლომ,მას ბრალი მაინც წარუდგინა.ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით,სასამართლოს გამართვის წინა დღეს ჯონათანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (2008 წლის 18 მაისი).მაგრამ,არაოფიციალური მონაცემების მიხედვით – ჯონათან ჯოზეფ ჯეიმზის თვითმკვლელობა ფალსიფიკაცია იყო და მისი “გენიალური ნიჭი” სახელმწიფო უწყებებმა გამოიყენეს,მაშინ,როდესაც იგი თავისთან გადაიბირეს. (ავტორი გენია.ჯი)