ნოდარ ადეიშვილი – “ნეტავ…”

მზე ჩავა და მზე ამოვა,

მე ჩავალ და – რაო.

ია როა,ვარდი როა,

ნეტა ისე მქნაო.

***

ჩავიდე და

 ამოვიდე,

ამოვხეთქო ქვაო.

ქვეყნის სიხარული თუა,

ჩემიც იყოს – რაო.