მარკ ლენდისი – “დიდებული ფალსიფიკატორი”
მარკ ლენდისი – დაიბადა 1955 წლის 10 მარტს ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკში (ამერიკის შეერტებული შტატები).იგი წარმოადგენს იმ დიდებულ მხატვარს,რომელმაც თანამედროვე სახვით ხელოვნებაში თავი დაიმკვიდრა გენიალური მხატვრების ასლების დიდებული ფალსიფიკაციების შესრულებით.მარკის მამა,ამერიკის საზრვაო ძალების ოფიცერი გახლდათ,რომელსაც ევროპაში მისიით სამსახურის გავლა მოუწია. (ავტორი გენია.ჯი) ამის გამო ლენდისმა გარკვეული პერიოდის მანძილზე პარიზში,ბრიუსელსა და ლონდონშიც მოასწრო ცხოვრება.17 წლის ასაკში გარდაეცვალა მამა,რამაც მთელი მისი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა.რადგან მამის გარდაცვალებიდან მიღებული ფსიქოლოგიური ტრამვიდან განუვითარდა – შიზოფრენია,რის გამოც საავადმყოფოში 18 თვის მანძილზე მკურნალობა მოუწია.განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სწორედ ამ პერიოდში განუვითარდა მას სახვითი ხელოვნების მიმართ ინტერესი.მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ,რამდენიმე ხნის მანძილზე სახვითი ხელოვნების კურსები გაიარა ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში,ხოლო მოგვიანებით მუშაობა დაიწყო სან-ფრანცისკოში,სადაც სურათების რესტავრაციით იყო დაკავებული.მალევე,მარკმა გადაწყვიტა სურათებით ვაჭრობა და მაღაციაც გახსნა,თუმცა მისმა წამოწყებულმა ბიზნესმა წარმატება არ მოუტანა.30 წლის ასაკში გადაწყვიტა მშობლიურ,მამისეულ კერას დაბრუნებოდა.მანამდე კი მამის სახელის უკვდავსამყოფად,გადაწვიტა თავისივე ხელით შესრულებული – მეინარდ დიქსონის,ერთ-ერთი ტილოს ასლი,კალიფორნიის მუზეუმისათვის,როგორც ორიგინალი ისე გადაეცა.დღემდე გაურკვეველია,თუ როგორ ვერ დაადგინა მუზეუმის ექსპერტებმა ის,რომ სურათი არა ორიგინალი,არამედ ფალსიფიკაცირებული ასლი იყო.სწორედ აღნიშნული ფაქტიდან დაიწყო ისტორიები,რომელმაც მოგვიანებით მსოფლიოს სახვით ხელოვნებაში უდიდესი შოკი გამოიწვია.შემდეგი ოცი წლის მანძილზე მარკმა ბევრი შედევრის ასლი შექმნა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკის ცნობილ მუზეუმებს,50 თავისივე “შედევრი-ასლები”,გადასცა,რომელთაც საპატიო ადგილი დაიკავეს მუზეუმის გალერეებში.თითოეული ჩუქების აქტის დროს იგი სულ ახალ და ახალ ისტორიებს იგონებდა.ყოველ ჯერზე მუზეუმის დირექტორებს თავს სხვადასხვა სახელითა და გვარით აცნობდა.მის მიერ გაკეთებული “უნიკალური საჩუქრებით” კი აღფრთოვანებული რჩებოდა ამა თუ იმ მუზეუმის ადმინისტრაცია.თუმცა ისევე,როგორც ყველაფერს აქვს დასაწყისი,აქვს დასასრულიც და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.პირველი ეჭვის შემთხვევა მის მიერ მუზეუმისათვის შეწირულ ტილოს ორიგინალურობაში,შეიტანა ოკლაჰომას სახვითი ხელოვნების მუზეუმის ექსპერტებმა.აღნიშნულ მუზეუმს მარკმა რამდენიმე “შედევრი-ასლი” გადასცა.მათ შორის: ლუი ვალტას “აკვარელი”,პოლ სინიაკას “ზღვის ხედი” და მარი ლორანსენის “ავტოპორტრეტი”.მათი დაეჭვება კი ერთადერთმა იმ ფაქტმა გამოიწვია,რომ პოლ სიანკას ანალოგიური სურათი,მცირე ხნით ადრე გადაეცა სხვა მუზეუმსაც. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა ფაქტმა მუზეუმებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ყოველი ნაჩუქარი ტილო კვლავ რესტავრატორებისა და სპეციალისტების შემოწმების ქვეშ მოექცა.2010 წელს მარკი იეზუიტი სასულიერო პირის ფორმაში გამოეწყო და Paul and Lulu Hiliard University Art Museum-ს მიაკითხა,სადაც დირექტორს განუცხადა,რომ მას გააჩნდა დიდი ამერიკელი მხატვრის – ჩარლზ კარანას ერთ-ერთი ორიგინალი ტილო,რომელიც მისივე წინაპრების ანდერძის თანახმად,მუზეუმისათვის უნდა ეჩუქებინა.რესტავრატორებისა და ექსპერტების ჯგუფის მიერ,სასწრაფოდ იქნა ჩატარებული სურათზე ექსპერტიზა და დადასტურებულ იქნა მისი სიყალბე.რამდენიმე თვის მანძილზე მან კვლავ შეძლო მუზეუმებისათვის სურათების ორიგინალებად ჩუქება,თუმცა ამ დროს მისი პიროვნებით უკვე სამართალდამცავი ორგანოები იყვნენ დაინტერესებული.მალევე,მარკ ლენდისი F.B.R-ის მიერ იქნა აყვანილი.ძიებისას დადგინდა 30 ცნობილი ამერიკული მუზეუმი,სადაც მისი გენიალურად შექმნილი ორიგინალი სურათების უზუსტესი ასლები იყო გამოფენილი. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით ისინი ყველანი მოიხსნენ მუზეუმებიდან,თუმცა სამართალდამცველები დადგნენ დიდი დილემის წინაშე,რადგან მათ კანონმდებლობაში არ არსებობდა მუხლი,რომელიც მარკ ლენდისის მიერ ჩადენილ საქციელს მიესადაგებოდა.მას მუზეუმებისათვის გადაცემული ყალბი სურათებიდან არც ერთი ცენტიც კი არ გამოუმუშავებია და არც არასოდეს უცდია მისი “ყალბი” ნამუშევრების,ორიგინალებად გაყიდვა.შესაბამისად იგი განთავისუფლებულ იქნა სისხლის სამართლის პასუხსმგებლობიდან.მოგვიანებით,კერძოდ 2012 წლის 1 აპრილს ამერიკაში შედგა მარკ ლენდისის პერსონალური გამოფენა,სახელწოდებით “Faux Real”,სადაც წარმოდგენილ იქნა “დიდებული ფალსიფიქატორი” მხატვრის – მარკ ლენდისის ყველა “შედევრი-ასლი”. (ავტორი გენია.ჯი)