ნიკო ნიკოლაძის ნააზრევი…
“ასე ჩემო მკითხველო,დაე ყველამ სწეროს,როგორც ჭკუა და ენა უჭრიდეს.დაე იმერელმა იმერული სიტყვები იხმაროს და კახელმა – კახური სიტყვის წყობილება.შენ მათ ნაწერში ეცადე აზრი გაარკვიო, და – თუ აზრი შენი საზოგადოების და მამულის სასარგებლოდ იცნო, – ეცადე მისი შეთვისება და გავრცელება,ეცადე მისი “განხორციელება”.დამიჯერე,რომ იმ იმერელს,რომელიც “ახლას” მაგიერ “ეხლას” ამბობს,იქნება ისეთივე ნამდვილი ქართული გული უცემდეს,როგორც “ნამდვილ” ქართულ ენაზე მოლაპარაკე ქართლელს. (ავტორი გენია.ჯი) დამიჯერე,კიდევ,რომ თუ ჩემ ან “დროების” სტატიებში იმერული სიტყვები და სიტყვის წყობილება გახშირებულია,ამ სიტყვებიდან – შემდეგში – მხოლოდ ის დარჩება ქართულ ენას,რაც მისთვის გამოსადეგი და საჭირო იქნება.ყოველი ენა,მდინარის არ იყოს,მხოლოდ ითვისებს და იტოვებს,რაც მისთვის საჭიროა,დანარჩენი კი ყოველიფერი ძირისკენ მიდის და კაცის თვალისგან სამუდამოდ სილის ქვეშ იფლება და იკარგება”. (ავტორი გენია.ჯი)