ფრანჩესკო ჰაიესი
ფრანჩესკო ჰაიესი - დაიბადა 1791 წლის 10 თებერვალს ვენეციაში (იტალია).იგი გახლდათ დიდი იტალიელი მხატვარი და ერთ-ერთი წამყვანი სახვითი ხელოვნების ოსტატი რომანტიზმის ეპოქისა,XIX საუკუნის შუანახევარში.მისი ხელოვნება განსაკუთრებით გაჯერებული იყო ისტორიული სურათებით,პოლიტიკური ალეგორიებით და ულამაზესი პორტრეტებით. (ავტორი გენია.ჯი) ბავშვობიდანვე დაჰყვა ხატვის ნიჭი ფრანჩესკოს,ამიტომ იგი ბიძამ მოსწავლედ მიაბარა ერთ-ერთ მხატვარ-რესტავრატორს.მოგვიანებით კი იგი მოსწავლე ხდება ცნობილი იტალიელი მხატვრის – ფრანჩესკო მოგიოტოსი,რომელთანაც მან სამი წელიწადი ისწავლა.1809 წლეს გაიმარჯვა კონკურსში,რომელიც ორგანიზებულ იქნა ვენეციის ხელოვნების აკადემიის მიერ.ამის შემდგომ სწავლა განაგრძო სან ლუკას სამხატვრო აკადემიაში რომში.იტალიის დედაქალაქში 1814 წლამდე რჩება,ხოლო შემდეგ გადადის ნეაპოლში. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ნეაპოლში ხატავს იგი მისი შემოქმედების უმნიშვნელოვანეს ტილოს სახელწოდებთ – “ოდისეა ალკინოის სასახლეში”.აღნიშნული ტილო კი ფრანჩესკომ დახატა ნეაპოლელი მარშლისა და დიდი ბერგის ჰერცოგის,ნეაპოლის სამეფოს მეფის – იოაჰიმ მიურატის (1767-1815 წლები) შეკვეთით.მოგვიანებით ფრანჩესკო მიემგზავრება მილანში,სადაც საკმაოდ დიდხანს ეწეოდა სამხატვრო პედაგოგიურ მოღვაწეობას ბრეგის სამხატვრო ხელოვნების აკადემიაში.1860 წელს კი თავად ხდება ამ აკადემიის დირექტორი.ჰაიესი მუშაობდა რელიგიურ,ისტორიულ და მითოლოგიურ სიუჟეტებზე.ამასთანავე იგი იყო შესანიშნავი პორტრეტისტიც და ავტორია პორტრეტებისა იმ დროინდელი ცნობილი იტალიელი ადამიანებისა.მისი შემოქმედების სრული შეფასება საკმაოდ რთულია,რადგან თავის მიერ შექმნილ უამრავ ტილოებზე,საკუთარ ინიციალებს არ გამოსახავდა და არც დახატვის თარიღს მიანიშნებდა.შესაბამისად რთულია ამ უდიდიესი მხატვრის ყველა ტილოს აღმოჩენა.ფრანჩესკო ჰაიესი გარდაიცვალა 1882 წლის 21 დეკემბერს მილანში.მისი შემოქმედების მიმართ ინტერესი კი დღესაც განუზომლად დიდია სახვითი ხელოვნების სამყაროსი. (ავტორი გენია.ჯი)
ფრანჩესკო ჰაიესის შემოქმედება