იოჰან კრისტიან კლაუსენ დალი – “ვეზუვის ამოფრქვევა”
“ვეზუვის ამოფრქვევა” - გახლავთ დიდი ნორვეგიელი მხატვრის იოჰან კრისტიან კლაუსენ დალის (1788-1857 წლები) მიერ დახატული ტილო.1820 წელს მხატვარი მიემგზავრება იტალიაში,სადაც მცირე ხანი იცხოვრა რომში და მალევე გადადის ნეაპოლში.მისი იტალიაში მოგზაურობის პერიოდს დაემთხვა 1820 წლის დეკემბერში,ყველასათვის ცნობილი ვულკანის “ვეზუვის გაღვიძება”.აღსანიშნავია,რომ სწორედ იოჰანი იყო ის პირველი ადამიანი,რომელმაც ამ დროს ავიდა მთაზე,რათა საკუთარი თვალით ეხილა “ვეზუვის ამოფრქვევა”.საკუთარი შთაბეჭდილება კი,ამ ბუნებრივი მოვლენის შედეგად ასახა ტილოში – “ვეზუვის ამოფრქვევა”.სურათზე გამოსახულია ლავის წინ მდგომი ორი ადამიანი,ხოლო უკანა პლანზე მოჩანს ზღვის ყურისა და ზეცის პანორამები. (ავტორი გენია.ჯი) სურათის მოტივად მხატვარმა აიღო ვულკანიდან მომდინარე ლავა,კვამლის ღრუბლები და ცეცხლის ენები.მას არ ჰქონდა სურვილი იდიალიზირებულად აესახა იქ განვითარებული ბუნებრივი მოვლენები.სწორედ ამიტომ აიღო დრამატული სიუჟეტი,რაც გადმოსცა კიდეც ტილოზე.აღსანიშნავია ისიც,რომ იოჰანმა აღნიშნული ტილოს რამდენიმე ვერსია შექმნა.სურათზე გამოსახული ტილო დაცულია დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის “სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმში”.ხოლო სხვა ტილოები ამ ვერსიისა კი დაცულია ფრაქფურტისა და ოსლოს ეროვნულ გალერეებში. (ავტორი გენია.ჯი)