პროტაგორა – “ძირითადი დებულება”
სოფისტიკის მამამთავარი და დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი - პროტაგორა (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 490/480-420/410 წლები),რომელიც თავის მხრივ გახლდათ დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსის დემოკრიტეს მოსწავლე,თავის ძირითად დებულებად მიიჩნევდა: “ადამიანი არის საზომი ყველა საგანთა: – არსებულთა,რომ ისინი არიან, და არარსებულთა,რომ ისინი არ არიან”.პროტაგორა მიიჩნევდა,რომ მის წინ არსებული ფილოსოფოსები,ერთიმეორისაგან სრულიად განსხვავებული შეხედულებების მქონეები იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) ამის გამო ის ფიქრობდა,რომ ყველა თავისი საზომით ზომავდა ყველაფერს.ამიტომ პროტაგორას აზრით,შეუძლებელია ერთი ზოგადი ჭეშმარიტების მიღება და არც უნდა არსებობდეს ყველასათვის სავალდებულო ჭეშმარიტება.პროტაგორას ძირითადი დებულების შინაარსი დიდ ძველბერძენ ფილოსოფოსს – პლატონს ასე აქვს გადმოვემული: “ყოველი საგანი არის ჩემთვის ისეთი,როგორც ის მე მეჩვენება,შენთვის კი ისეთია,როგორიც ის შენ გეჩვენება,ადამიანი ხარ ხომ შენც და მეც”.ყველა საგნის საზომად პროტაგორას მიაჩნდა არა ადამიანი საერთოდ,არამედ ინდივინდუალური ადამიანი.ეს კი იმას ნიშნავს,რომ საგანთა საზომი ერთი კი არ ყოფილა,არამედ იმდენი,რამდენი ადამიანიცაა. (ავტორი გენია.ჯი) იგი თვლიდა,რომ ჩვენ ვიცით არა საგანი,როგორც არის ის თავისთავად,არამედ – როგორც ის ჩვენ გვევლინება.პროტაგორა საბოლოოდ,მიდის იმ აზრამდე,რომ ყოველი წარმოდგენა,ყოველი ჩვენი მსჯელობა ერთნაირად არის ჭეშმარიტი და ყველა აზრი ჭეშმარიტია; შეცდომა არ არსებობს.შეცდომა არის არარსი არ არის,როგორც ამას ელეატები ამტკიცებდნენ.ამიტომ ყოველი აზრი ჭეშმარიტია.ასეთი გახლდათ პროტაგორას აბსოლუტური რელატივიზმი. (ავტორი გენია.ჯი)