სულხან-საბა ორბელიანის განმარტება “თამაშობისა”
“თამაშობა” – ესეცა განიყოფების ექვსად: ასპარეზობად,მღერად,ფუნდრუკად,ხუნტრუცად,როკვად და შექცევად.მოასპარეზობა არს მხედართა მიერ ამძთა ისრისა სრევა,ბურთთა ყვანჭსა ცემა,საგანთა სროლა და ეგევითარნი; მღერა არს ესენიცა და ჭადრაკთა და ნარდთა და ყოველთა სამორინეთა თამაშობა,და ოროლთა მრავალგვარად ბრუნებისაცა მღერად იტყვიან; ფუნდრუკი არს ვაჟებთა მიერ რბოლა,ხლდომა და სხვანი მრავალსახენი სიკისკასენი; ხუნტრუცი არს ქალთა მიერ ფუნდრუკი ძალისაებრ მათისა; როკვა არს სამა,ცეკვა,ბუქნა,კოჭა,ფერხული,მრგვალათ წყობა და რაოდენიცა ებანთა და ფანდურთა მიერ იქმნებიან; შექცევა არს ესენიცა და კენჭებითა და ჩხირებითა და ვეგითა და სხვათა ღონისძიებითა ჭმუნვა განიქარვონ. (ავტორი გენია.ჯი)