უასკარი
უასკარი - დაიბადა 1500 წელს და გახლდათ ინკების იმპერიის მეთორმეტე მმართველი.იგი იყო ვაჟი ინკების იმპერიის მეთერთმეტე იმპერატორის უაინა კაპაკასი (1476-1527 წლები) და ძმა კიტოს რეგიონის მმართველის – ატაჰუალპასი (1497-1533 წლები).სწორედ ატაჰუალპა გახლდათ ის მმართველი,რომელიც მოგვიანებით,ჩაერთო აჯანყებაში ინკების კანონიერი იმპერატორის და მისი ძმის უასკარის წინააღმდეგ.უასკარი ინკების იმპერიას საბოლოო ჯამში მართავდა მხოლოდ ორი წელი და ოთხი თვის მანძილზე. (ავტორი გენია.ჯი) სიკვდილის წინ უასკარის მამამ – უაინა კაპასმა გადაწყვიტა ინკების იმპერია ორ ნაწილად გაეყო ძმებისათვის,სამხრეთ ნაწილი ინკების იმპერიისა დედაქალაქი- კუსკოთი,უნდა გადაცეცა უასკარისათვის,ხოლო ჩრდილოეთ ნაწილი ქალაქი – კახამარკათი (თანამედროვე პერუში მდებარე ქალაქი),უნდა გადასცემოდა მეორე ვაჟს – ატაჰუალპას.ასეთმა გადაწყვეტილებამ უაინა კაპაკასი,ქვეყანა სისხლისმღვრელ ომებამდე მიიყვანა.მიზეზი ომისა კი გახლდათ ერთმართველობის მოპოვება და მართვა ინკების იმპერიისა, უასკარსა და ატაჰუალპას შორის. (ავტორი გენია.ჯი) 1532 წელს უასკარი მოწინააღმდეგეებს ტყვედ ჩაუვარდათ ხელთ კუსკოში,რის შემდეგაც მას სიკვდილით დასჯა საკუთარმა ძმამ გამოუტანა და იგი დასაჯეს კიდეც.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ როდესაც ატაჰუალპამ გამარჯვება მოიპოვა,მან მთელი ძალაუფლება მაინც ვერ იგდო მოიპოვა და ხელისუფლება ხელში აიღო ატაჰუალპას მესამე ძმამ – მანკო ინკა იუპანკიმ (1514-1544 წლები),რომელიც ისტორიაში შევიდა,როგორც მანკო II.ამ ისტორიაში აღსანიშნავია,ის გარემოება,რომ ძმებს შორის სამოქალაქო ომმა უდიდესი სამსახური გაუწია ესპანელ კონკისკადორებს,რადგან ინკების იმპერიას მათთან შესაბრძოლებლად ძალები ფაქტიურად გამოცლილი ჰქონდათ. (ავტორი გენია.ჯი)