“მუიზა”

“მუიზა” - მოიხსენიებენ ასევე,როგორც (მუ იზზა,მუეზზა ან მუეცა).იგი გახლდათ ისლამის დამაარსებლის და რელიგიური მქადაგებლის,მუსულმანური ტრადიციის მიხედვით “ალაჰის” უკანასკნელი მოციქულისა და წინასწარმეტყველის “მაჰმადის” (მუჰამადის,მუჰამედის) უსაყვარლესს კატა.ლეგენდის თანახმად თუ კი “მუიზზა” იმ ტანსაცმელზე იწვა,რომელიც მუჰამედს უნდა ჩაეცვა,არავითარ შემთხვევაში მას არ გააღვიძებდა და სხვა ტანისამოსით იმოსებოდა ხოლმე.ერთ დღეს,როდესაც “მუიზას” პატრონის ხალათიან მკლავზე დაეძინა,რომ არ გაეღვიძებინა და შეეწუხებინა იგი,მუჰამედმა ხალათის ის ნაწილი მოიჭრა,რომელზეც მის უსაყვარლეს კატას ეძინა. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც მუჰამედი ქადაგებდა,მის მუხლებზე ხშირად იწვა მისი უსაყვარლესი კატა.ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად “მუიზას” ფერი თეთრი იყო,თუმცა თვალები სხვადასხვა ფერს იღებდნენ ხოლმე.აღსანიშნავია,რომ “მუიზას” შესახებ გადმოცემებმა,ყველანაირი სახეობის კატისათვის დაშვებულად სცნო,მუსულმანთა უწმინდესს სალოცავში – “მეჩეთში” შესვლა. (ავტორი გენია.ჯი)