სულხან-საბა ორბელიანი – “საბას ნათქვამი”
ამ ლექსიკონის რიგები თუ ბრძენმან დამიწუნოთა,
ჩემს დროს ვეძიე,ვერ შევხვდი თქვენთანას დასარწმუნოთა,
ეს რა შევკრიბე,მიქებდნენ მაშინ აწ დასაგმუნოთა,
და ყურდგლის გამდრეკსა ჯორჯს ძაღლსა არ სდებენ საძაბუნოთა.
***
აქ ლექსიკონი არ იყო,და-ცა-ჰკარგოდათ ქართველთა,
უკრძალველობით ფურცელი გაებნიაყე ქართ ველთა,
ახლად შევკრიბე,შევაწყევ,ჩემი ვიშრომე სულ ხანი,
და საბამან ორბელიანმან,ვის ერად მერქვა სულხანი.