გრენლანდიის პოლარული ზვიგენი
გრენლანდიის პოლარული ზვიგენი - ინგლისურ ენაზე “The Greenland Shark”,რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც – “ატლანტის პოლარული ზვიგენი”,გახლავთ კატრანისებრნთა სახეობის,პოლარული ზვიგენების ოჯახის წარმომადგენელი.მათი გავრცელების უმთავრესი არეალია – ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილი,გრენლანდიისა და ესპანეთის სანაპიროები.იგი წარმოადგენს ყველაზე ცივი წყლების მოყვარულ ზვიგენის სახეობას,რომელიც ძირითადად ბინადრობს -0,6-დან – 12 გრადუს-ცელსიუსის მქონე წყლებში.”გრენლანდიის პოლარული ზვიგენის” საშუალო სიგრძე 6,4 მეტრს შეადგენს (ყველაზე დიდი ეგზემპლარები 7,3 მეტრსაც აღწევენ),ხოლო წონა 1 ტონიდან – 1,5 ტონამდე მერყეობს.მის ძირითად საკვებს თევზები და სელაპები წარმოადგენენ.(ავტორი გენია.ჯი) თუმცა არის ცნობები,რომ ასევე თავს ესხმიან წყალში მყოფ თეთრ დათვებსაც.გამოირჩევიან ძლიერი ყბებითა და მასიური ბასრი კბილებით.მაქსიმალური სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლოა 100 წლიდან 200 წლამდე განისაზღვროს,რასაც სპეციალისტთა მოსაზრებით,მათი ცივ წყლებში ბინადრობა უწყობს ხელს,რადგან ეს მათი ნელი მეტაბოლიზმის შედეგს იწვევს (ქიმიური რეაქციები,რომელიც ხდება ცოცხალი არსების ორგანიზმში). (ავტორი გენია.ჯი)